LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის ხელისუფლება აშშ-ს მიერ განხორციელებულ ავიადარტყმას მხარს სრულად უჭერს

53

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სრულიად უჭერს მხარს აშშ-ს მიერ სირიის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ დარტყმას.

„მივიჩნევთ, რომ ეს იყო სწორი პასუხი სირიის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე. მიზანი კი სამომავლოდ მსგავსი თავდასხმების თავიდან არიდებაა,“ – განაცხადა დაუნინგ სტრიტის წარმომადგენელმა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი მიიჩნევს, რომ აშშ-ს მიერ სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმები სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოვლენილი აგრესიაა.

მისი პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ვაშინგტონის ეს ნაბიჯი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობაზე დარტყმაც არის.

გასულ ღამეს ამერიკულმა სამხედრო ძალებმა სირიის ავიაბაზა „შაირათზე“ გემიდან 60-მდე რაკეტა „ტომაჰავკი“ გაუშვეს.

პენტაგონის მტკიცებით, ამ ავიაბაზიდან ორშაბათს დილით სირიის ავიაციამ ქიმიური შეტევა განახორციელა იდლიბში მდებარე ქალაქ ხან-შეიხუნში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები