LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა საშობაო მისალოცი ფოტო გამოაქვეყნა

259

კენსინგტონის სასახლის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ოფიციალური საშობაო ფოტო გამოქვეყნდა. მისალოც ქარდზე პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი შვილებთან, 4 წლის ჯორჯთან და 2 წლის შარლოტასთან ერთად არიან გადაღებულები.

ახალ ფოტოზე ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ლურჯი ფერის სამოსში არიან გამოწყობილები. ქეით მიდლტონი ფოტოზე ნაცრისფერ ორეულში პოზირებს, ამავე ფერის ზედატანი და კაბა აცვიათ ჯორჯსა და შარლოტას. აქვე ცნობილი ხდება, რომ პრინცესა შარლოტას სასწავლებლად იანვარში Willcocks-ის საბავშვო ბაღში მიიყვანენ. თავის მხრივ საბავშვო ბაღის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაღის კოლექტივი მოხარულია იმით, რომ სამეფო ოჯახმა არჩევანი მათ სასწავლებელზე შეაჩერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები