LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ქალი ქართველია: რამდენს ფლობს ქალბატონი ინა?

264

ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე, ინა გუდავაძე ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონების სიაში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sunday Times-ის აქვეყნებს.

როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, გუდავაძემ ქონება ქართველი ქმრის მეშვეობით დააგროვა, რომელიც 2008 წელს გარდაიცვალა. პატარკაციშვილის მეუღლის მემკვიდრეობა მოიცავს სატელევიზიო არხს, კაზინოებს და ოქროს მაღაროებს. Sunday Times გუდავაძის ქონებას 650 მილიონ ფუნტად აფასებს.

ცნობისთვის, ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონების სიაში, პატარკაციშვილის მეუღლესთან ერთად, მოხვდნენ ისეთი ცნობილი ქალები, როგორებიც არიან: მწერალი ჯოან როულინგი, სელმა ჰაიეკი, ტინა გრინი და სხვა.

Sunday Times-ის რეიტინგში სულ 31 ქალი შევიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები