LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის ყველაზე რომანტიკული ადგილები

349

თვეზე ნაკლები დარჩა მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწინებამდე. თუ გსურთ გაიზიაროთ ვარსკვლავური წყვილის ბედნიერება და თავადაც დააკანონოთ ურთიერთობა, შესთავაზეთ თქვენს მეორე ნახევარს ბრიტანეთის ყველაზე რომანტიკული ადგილების მონახულება და დარწმუნებული იყავით, რომ აუცილებლად მიიღებთ გულისა და ხელის შეთავაზებას.

სახლი ხეზე, ლოჰ ჰოილის ტბაზე – ზღაპრული სახლი The Lodge ხედით შოტლანდიის ერთი-ერთ მშვენიერ ტბაზე მართლაც მშვენიერი დეკორაციაა, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ. ხუთვარსკვლავიანმა მინი სასტურომ გლასგოდან რამდენიმე კილომეტრში, სადაც ხშირად ეწყობა მოდური ფოტოსესიები, დიდი ხანია გაითქვა სახელი თავისი მყუდრო გარემოთი და დახვეწილი კერძებით.  სხვათაშორის, სასტუმროს ადმინისტრაცია ოფიციალურად ფლობს ლიცენზიას საქორწინო ცერემონიის ჩატარებაზე და თუ ცოტა სითამამესაც გამოიჩენთ შესაძლოა, სახლში დაქორწინებული დაბრუნდებით.

ლონდონის ხედი – The Shard-ის ცათამბჯენი, საიდანაც ლონდონის არაჩვეულებრივი ხედი იშლება, ბრიტანეთის დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ადგილია.  განსაკუთრებით სასიამოვნოა ცათამბჯენიდან შამპანურის ბოკალით ხელში დაისის ნახვა, მით უფრო, რომ The Shard-ს საკუთარი კონსიერჟ-სამსახური აქვს, რომელიც სიამოვნებით დაგეხმარებათ რომანტიკული ვახშმის მოწყობასა და შესაფერისი განწყობის შექმნაში.

მზის ჩასვლა პლაჟზე – საუკეთესო ადგილი გულისა და ხელის სათხოვნელად ბრიტანული სანაპიროა, რადგან მზის ჩასვლისას ქვიშა ბამბურგ-ბიჩის პლაჟზე ვარდისფრად იღებება. ასე რომ, შეიძინეთ შამპანური, მოაწყვეთ პიკნიკი და აუცილებლად გაგიმართლებთ. კარგი ვარიანტია სამხრეთ უელსის როსილი-ბეის პლაჟიც, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო პლაჟის ტიტულით სარგებლობს, რაც არცაა გასაკვირი, რადგან წყალი აქ ყოველთვის სუფთაა, მომხიბვლელი კოტეჯიდან The Old Rectory კი, ზღვის მშვენიერი პანორამა იშლება.

ჩანჩქერი ტბის მხარეში – მართალია, უზარმაზარი მთებითა და სუფთა ტბებით ცნობილი Lake District, მთელი სეზონის მანძილზე მასპინძლობს სტუმრებს, მაგრამ ხალხმრავლობის მიუხედავად მაინც შეიძლება მყუდრო ადგილის მოძებნა, რომანტიკული ვახშმის მოსაწყობა და სანატრელი შეთავაზების მიღება.

სიყვარულის ლეგენდარული ისტორია – თუ ცნობილი წყვილების გზის გავლა გსურთ, მაშინ ნოტინგემშირში, შერვუდის ტყეში გაისეირნეთ და იგრძენით თავი ნამდვილ რობინ ჰუდად და მერიანად. ლეგენდის თანახმად წყვილმა ჯვარი ედვინსტოუს ეკლესიაში დაიწერა, რომლის ადგილას დღეს მხოლოდ ძეგლია. ფილმის „რობინ ჰუდი: ქურდების პრინცი“ თაყვანისმცემლებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ ისტორიული ხე ნორტუმბერლენდის საგრაფოში, რომელმაც სახელი სწორედ ფილმის წყალობით გაითქვა და სწრაფად იქცა წყვილების საყვარელ ადგილად.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები