LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთს თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს

43

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ გევინ უილიამსონი ქვეყნის თავდაცვის მინისტრად დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. უილიამსონმა ამ თანამდებობაზე მაიკლ ფელონი შეცვალა, რომელმაც პოსტი მისთვის წაყენებული სექსუალური შევიწროების ბრალდების გამო დატოვა.

თავდაცვის ახალი მინისტრი 41 წლისაა, მას ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. ის პარლამენტში კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი იყო. პირველად პარლამენტში 2010 წელს აირჩიეს. ​უილიამსონი დევიდ კემერონის მთავრობაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მსახურობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები