LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანულ სკოლებში მოსწავლეებს ინტერნეტ-ტროლინგთან ბრძოლას ასწავლიან

33

ბრიტანულ სკოლებში ინტერნეტ-ტროლინგთან საბრძოლველი კურსი შემოიღეს. „Telegraph”-ის ინფორმაციით, გაკვეთილზე მოსწავლეებს ასწავლიან თუ როგორ უნდა უპასუხონ კიბერბულინგს და როგორ უნდა დაძლიონ მისგან გამოწვეული სტრესი. ასეთი გადაწყვტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სტატისტიკა არც თუ ისე დამაიმედებელი აღმოჩნდა.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ყოველი მეხუთე მოზარდი ინტერნეტდაცინვის მსხვერპლი ხდება და ყოველ მესამეს კი თავი „ზედმეტად მსუქანი“ გონია. ახალი საგანი კი ბავშვებს ამ პრობლემის მოგვარების პრაქტიკულ ხერხებს შეასწავლის.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები