LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანული გამოცემა ტურისტებს თბილისის ნახვას ურჩევს

73

ცნობილი ბრიტანული გამოცემა “ინდეფენდენთი” თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც მკითხველს რამდენიმე მიზეზს აცნობს, თუ რატომ უნდა იმოგზაურონ საქართველოს დედაქალაქში. გამოცემა წერს, რომ პირდაპირი რეისების დანიშვნასთან ერთად, ტურიტული თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად იქცევა.

თბილისის მონახულებისთვის პირველ მიზეზად, საბჭოთა ისტორიის გაცნობა სახელდება. სტატიაში ვკითხულობთ, რომ საბჭოთა ისტორია ყველგან იგრძნობა, განსაკუთრებით კი მშრალი ხიდის ტერიტორიაზე. მეორე მიზეზად სტატიის ავტორი ქართულ ტრადიციულ კერძს – ხინკალს ასახელებს. მესამე მიზეზად აბანოთუბანი სახელდება.

სტატიაში ხვდება თბილისის არქიტექტურაც. ამასთან, ავტორი მკითხველს აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებასაც ურჩევს და წერს, რომ პატარა ზომის აჭარული ხაჭაპურიც საკმარისია ორ პერსონაზე. კიდევ ერთი კერძი, რომლის დაგემოვნებასაც სტატიის ავტორი მკითხველს ურჩევს სალათაა. სტატიაში აღნიშნულია, რომ სალათის მოყვარულთათვის თბილისი ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია.

“ინდეფენდენთის” რჩევებს შორის მოხვდა რიყის პარკისა და ნარიყალას მონახულებაც. ამასთან, ავტორი ტურისტებს თბილისიდან გასვლისა და მცხეთის, ყაზბეგისა და ბათუმის მონახულების რეკომენდაციას აძლევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები