LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანული გამოცემა ტურისტებს თბილისში უქმეების გატარებას ურჩევს

156

“როგორ გავატაროთ შაბათ-კვირა საქართველოს დედაქალაქ თბილისში”,- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ცნობილი ბრიტანული გამოცემა Independent, რომელიც ტურისტებს თბილისში გამგზავრების წინ რჩევებს აძლევს.

გამოცემა მკითხველებს იმ რამდენიმე ლოკაციის ჩამონათვალს სთავაზობს, რომლებიც თბილისში მათ აუცილებლად უნდა ნახონ. Independent პირველ რიგში ტურისტს გოგირდის აბანოების მონახულებას ურჩევს და ამბობს, რომ ივლისის შემდეგ, როდესაც შენობაში რემონტი დასრულდება, ნებისმიერ მსურველს შეეძლება მომსახურებით სარგებლობა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ აბანოებს თავის დროზე პუშკინი და დიუმა სტუმრობდნენ.

გოგირდის აბანოების შემდეგ აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში მოხვდნენ: ლეღვთახევი და იქ არსებული პატარა ჩანჩქერი, მეტეხის ხიდი, ხედი ეკლესიიდან, ლესელიძის ქუჩა, მშრალი ხიდი, ახვლედიანისა და სიონის ქუჩები, ბოტანიკური ბაღი და სხვა…

ბრიტანული გამოცემა მსურველებს თბილისში გასამგზავრებლად მარტივ გზასაც აცნობეს და წერს, რომ საქართველოს დედაქალაქში მოხვედრა კიევისა და სტამბოლის გავლით არის შესაძლებელი. თუმცა, არსებობს პირდაპირი რეისებიც ლონდონიდან-თბილისის მიმართულებით ქართული ავიაკოამპანია Georgian Airways-ის მეშვეობით და ლონდონიდან ქუთაისის მიმართულებით Wizz Air-ის მეშვეობით. 

რაც შეეხება უშუალოდ თბილისში გადაადგილებას, სტატიაში წერია, რომ აქ შესაძლებელია ავტობუსებით, მეტროთი და ყვითელი სამარშუტო ტაქსებით მგზავრობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები