LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანული ჯგუფი Black Sabbath არსებობას წყვეტს

210

ბრიტანული ჯგუფი Black Sabbath, რომლის დამაარსებელიც ლეგენდარული ოზი ოსბორნია, 50 წლის შემდეგ არსებობას წყვეტს. უკანასკნელი კონცერტი თებერვალში, ბირმინგემში  გაიმართა, სადაც ოზიმ განაცხადა, რომ დროა, სამყარო დაასვენონ და სახლში წავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ თავად ოზი კარიერის დასრულებას არ გეგმავს. „მე გავაგრძელებ ჩემს მუსიკალურ გზას. პენსიამდე ჯერ შორია“, – განაცხადა მუსიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ თავისი არსებობის განმავლობაში ჯგუფს 70 მილიონამდე ჩანაწერი აქვს შექმნილი. წლების წინ, კოლეგებმა, The Rolling Stone-მა მათ „მძიმე მეტალის the Beatles“ უწოდა. თავის დროზე ჯგუფმა Motorhead-ის, Iron Maiden-ისა და System Of A Down-ის შექმნას დაუდეს საფუძველი.

 

https://www.facebook.com/BlackSabbath/videos/10154509648069615/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები