LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანული სამეფო ოჯახი ვესტმისტერის ჰერცოგის ხსოვნის საღამოს დაესწრო

69

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ვესტმისტერის მეექვსე ჰერცოგის, ჯერალდ კავენდიშ გროსვენორის ხსოვნის ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც 9 აგვისტოს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვლილი მილიარდერი სამეფო ოჯახის ახლო მეგობარი იყო, ამიტომ მისი ხსოვნის პატივსაცემად კეიტ მიდლტონისა და პრინც უილიამის გარდა, კამილა პარკერი და პრინცი ჩარლზიც მივიდნენ.

ჰერცოგის ქვრივი, ნატალია ფილიპს გროსვენორი პრინც უილიამის, ხოლო მისი ვაჟიშვილი, ჰიუ, პრინც ჯორჯის ნათლიაა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი 25 წლისაა და დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძოა.

სამგლოვიარო ცერემონიაზე კეიტი შავი ფერის ქურთუკით, კლასიკური ფეხსაცმლითა და დიდი შლაპით გამოცხადდა, რომლებსაც მარგალიტის საყურე შეუხამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები