LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალი – „თბილისივით მიმზიდველი დღეს ევროპის არცერთი ქალაქი არ არის”

46

მსოფლიოში ცნობილი სამოგზაურო ჟურნალი Conde Nast Traveler თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა ტარა იზაბელა ბარტონმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მკითხველს საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარა.

“თბილისივით მიმზიდველი დღეს ევროპის არცერთი ქალაქი არ არის. აზიის საზღვარზე მდებარე ეს ქალაქი გამორჩეულია წარსულით, მრავალფეროვნებით და უსაზღვრო ენერგიით.” -წერს ტარა იზაბელა ბარტონი.

სტატიაში აღწერილია თბილისის ღირსშესანიშნაობები, სასტუმროები, კვების ობიექტები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები და ქართული კერძები. ჟურნალისტი აღწერს აბანოთუბანს, გოგირდის ცხელ წყლებს, თბილისის დაარსების ლეგენდას და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ Condé Nast Traveler მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველი ჰყავს. გამოცემას Facebook-ზე 2 მილიონამდე, ხოლო Twitter-ზე 3,3 მილიონი მიმდევარი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები