LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსს მენეჯერი სასამართლოში უჩივის

56

ბრიტნი სპირსის წინააღმდეგ საქმე აღიძრა – მას ყოფილი მენეჯერი უჩივის და მოითხოვს, მომღერალმა დაუბრუნოს ფული, რომელიც მას ეკუთვნის და სპირსს ამ დრომდე არ მიუცია.

სემ ლუფტი აცხადებს, რომ 2007-2008 წლებში ის სპირსთან მუშაობდა. ეს პერიოდი მომღერლისთვის ძალიან მძიმე იყო, ნარკოტიკის მოხმარების გამო მას ჩამოართვეს შვილების აღზრდის უფლება. ამიტომ, დაიქირავა მენეჯერი, რომელიც მას ყველაფერში დაეხმარებოდა. სემმა და ბრიტნიმ მოილაპარაკეს,რომ ლუფტის ანაზღაურება იქნებოდა მომღერლის მიერ გამომუშავებული თანხის 15%.

ყოფილი მენეჯერის თქმით, მის მოვალეობებს ჩარჩოები არ ჰქონდა – სემი უნდა ყოფილიყო წვეულებების ორგანიზატორიც და ევლო საყიდლებზე მაღაზიებშიც.

„იმ პერიოდში ვიყავი ერთ-ერთი იშვიათთაგანი, რომელსაც ბრიტნი ენდობოდა,“ – ამბობს ლუფტი.

მათი თანამშრომლობა 2008 წელს დასრულდა, ანაზღაურება კი არ აუღია, ახლა კი კუთვნილ თანხას სასამართლოს საშუალებით ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები