LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუს უილისი კაბაში, წინდებსა და გრძელ თმებში გამოჩნდა (ფოტო)

179

იმ ვარსკვლავებს შორის, ვინც ჰელოუინის დღესასწაულზე ორიგინალური კოსტიუმებით დაგვამახსოვრა თავი, უდაოდ ლიდერია ბრიუს უილისი. ამერკელი მსახიობი მეგობართან ერთად ლურჯი ფერის მაქმანებიან კაბაში, გრძელ წინდებსა და პარიკში გამოჩნდა. კინომანები მალევე მიხვდნენ, რომ მსახიობმა ჰელოუინისთვის საყვარელი ფილმის, სტენლი კუბრიკის „ნათების“ ინსპირაცია მოახდინა და ცნობილი ტყუპი დების გაშარჟება შეძლო.  37 წლის წინ ლიზი და ლუის ბერსების მიერ განსახიერებულმა როლმა ფილმში „ნათება“ მაყურებელზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

იმ ვარსკვლავებს შორის, ვინც კალიფორნიაში გამართულ ჰელოუინის დღესასწაულზე გამოჩნდა, იყვნენ ბრიუს უილისის ქალიშვილები, სარა პოლსონი და სემუელ ჯექსონი, რომელიც წვეულებაზე კრდინალის ფორმაში მივიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები