LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელის სადგურიდან ევაკუაცია განხორციელდა

27

ბრიუსელის რკინიგზის სამხრეთ სადგურზე ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხალხი სადგურის ტერიტორიას ყვირილით და სირბილით ტოვებს.

სადგურის ტერიტორიაზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანების სიმრავლეა. სამართალდამცველები მიმდებარე პერიმეტრის ბლოკირებას ახორციელებენ.

შენობაში არც რაიმე სახის კვამლი ფიქსირდება და არც დაზიანებაა. თვითმხილველების განცხადებით, აფეთქების ხმა გაიგონეს. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთის არ ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები