LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

87

ბრიუსელში დღეს ნატოს თავდაცვის მინისტერიალი იხსნება. მინისტერიალის ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები განიხილავენ თავდაცვითი ხარჯების ტვირთის, ნატოს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის, ჩრდილოეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში არასტაბილური ვითარების საკითხებს.

ცნობილია, რომ დღეს გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა.

„ჩვენ ასევე გავმართავთ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ქვეყანაა, რომელიც ნატო-ს წევრობისკენ მიისწრაფვის,“ – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს მინისტერიალი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მინისტერიალის ფარგლებში ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ნატო-ს პარტნიორებთან ურთიერთობებს გააძლიერებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები