LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბროწეული, შოკოლადი და კიდევ რვა პროდუქტი ჯანმრთელი გულისთვის

695

ცხოვრების სწრაფი რიტმი, ხშირი სტრესი და არასრულფასოვანი დასვენება – სწორედ ეს ფაქტორები მოქმედებენ უარყოფითად გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

გთავაზობთ იმ პროდუქტთა ნუსხას, რომელიც სწორად კვებასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში შეგიწყობთ ხელს.

* თევზი – განსაკუთრებით სასარგებლოა ომეგა 3-ის მჟავებით მდიდარი ზღვის თევზი (ორაგული, სკუმბრია, სარდინი, თინუსი). ბრიტანელი მეცნიერების განცხადებით, თევზის კვირაში ორჯერ მირთმევაც საკმარისია, რათა მნიშვნელოვნად შევამციროთ გულის იშემიური დაავადებების განვითარების რისკი.

* პომიდორი – გულს მაგნიუმის და კალიუმის შემცველი პროდუქტი სჭირდება, პომიდორი კი, სწორედ მათ რიცხვშია. გადრა ამისა, ის მდიდარია რკინით, სილიციუმით, ორგანული მჟავებითა და საკვები ბოჭკოთი. სასარგებლო ნივთიერებების სწორედ ასეთი შერწყმა ამცირებს არტერიულ წნევას, ამაგრებს არტერიების კედლებს და აფერხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნას.

* ლობიო – პარკოსანი კულტურა, ზუსტად ისე, როგორც პომიდორი მდიდარია მაგნიუმითა და კალიუმით. გარდა ამისა, პარკოსნები დიდი რაოდენობით იმ მიკროელემენტებს შეიცავენ, როლებიც ამაგრებენ სისხლძარღვთა კედლებს და უფრო მეტ ელასტიურობას მატებენ მათ.

* ავოკადო – სასარგებლო ცხიმები, რომელთაც ავოკადო შეიცავს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, კალიუმი კი, არეგულირებს არტერიულ წნევას.

* შავი შოკოლადი – მეცნიერული კვლევების თანახმად, შოკოლადი მდიდარია ფლავონიდებით, რომლებიც აფართოებენ სისხლძარღვებს და არეგულირებენ არტერიულ წნევას (თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ სასარგებლო მხოლოდ შავი შოკოლადია, რომელიც 70% ან მეტ ნატურალურ კაკაოს შეიცავს).

* თხილი – ნუში, ნიგოზი და კედრის თხილი კალიუმით, მაგნიუმით В, С, E და РР ვიტამინებით ამარაგებენ გულს და სისხლძარღვებს. ჩაანაცვლეთ ორცხობილა და ჩიფსები თხილით, სადილზე კი, მიირთვით ნიგოზი სალათებსა ან ფაფებში.

* ვაშლი – კვერციტი, რომელსაც ვაშლი შეიცავს დიდი რაოდენობით, აღადგენს დაზიანებულ სისხლძარღვების, აქრობს ანთებით პროცესს და ამცირებს ქოლესტერინის მავნე ზემოქმედებას.

* მოცვი – კენკრა რეკორდული რაოდენობით ანტოციანს შეიცავს. C ვიტამინთან და უჯრედისთან ერთად კი, საკმაოდ ძლიერი ოქსიდენტია, რომელიც წმენდს და ამაგრებს სისხლძარღვებს.

* ბროწეული – მოცვის მსგავსად, ბროწეულიც დიდი რაოდენობით ანტოციანებს შიცავს, რომელბიც ხელს უწყობენ სისხლის მიმოქცევის ნორმალიზაციას, ამაგრებს გულს და სისხლძარღვების კედლებს.

* ბანანი – მართალია, ბანანს არ აქვს მუქი იისფერი შეფერილობა, მაგრამ ის მაინც დიდი რაოდენობით შეიცავს ანტოციანს. გარდა ამისა, ბანანი მდიდარია კალიუმიით, რომელიც ორგანიზმს ჭარბი ნატრიუმისგან წმენდს და ხელს უწყობს არტერიული წნევის სტაბილიზაციას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები