LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრუკლინ ბექჰემის ემოციური პოსტი დედას და ვიქტორია ბექჰემის ფოტო საცურაო კოსტიუმში

401

ზამთრის არდადეგების შემდეგ ბრუკლინ ბეკჰემი ლონდონიდან ნიუ-იორკში დაბრუნდა. მალევე ფოტოხელოვნების კოლეჯის 19 წლის სტუდენტმა „ინსტაგრამზე“ დედის, ვიქტორია ბექჰემის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „მენატრები“. ცნობილია, რომ დედა-შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ და ბრუკლინის ლონდონში ვიზიტისას ვიქტორიამ ყველა საქმიანი ვიზიტი გადადო, რათა დრო შვილთან ერთად გაეტარებინა.

ფოტო სავარაუდოდ ზღვაზე დასვენების დროსაა გადაღებული, რადგან Spice Girls-ის ვოკალისტი და ცნობილი დიზაინერი საცურაო კოსტიუმით პოზირებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბრუკლინმა დედის საპატივცემულოდ ხელზე ტატუც ამოისვირინგა, ხოლო დედის დღისთვის ლონდობში სპეციალურად ჩაფრინდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები