LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრუკლინ ბექჰემის ფოტოალბომის პრეზენტაციას კრიტიკა მოყვა

151

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსმა ვაჟიშვილმა, ბრუკლინმა თავის პირველი ფოტოალბომი გამოუშვა, რომელიც მთლიანად მის შემოქმედებას წარმოადგენს. უფროსი ბექჰემის ნამუშევრების პრეზენტაცია გუშინ ლონდონის გალერეაში Christie’s Mayfair შედგა. ვაჟიშვილის მხარდასაჭერად მის გვერდით ცნობილი მშობლებიც იმყოფებოდნენ. ვიქტორიამ „ინსტაგრამზე“ შესაბამისი ფოტოც განათავსა და დააწერა, რომ არაჩვეულებრივი გამოფენაა და ის ძალიან ამაყობს საკუთარი შვილით. ბრუკლინის მხარდაჭერა მისმა უმცროსმა ძმებმაც გამოხატეს და მას წარმატება უსურვეს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბრუკლინის პროფესიონალმა კოლეგებმა მისი ეს ინიციატივა გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ განსაკუთრებული მასში ვერაფერი დაინახეს.

ფოტოალბომის გაყიდვებიდან შემოსული თანხა მთლიანად ლონდონის ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები