LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრუნო ბალვანერა: ინვესტორები საქართველოთი ნამდვილად ინტერესდებიან

117

ნამდვილად არის დაინტერესება საქართველოსადმი, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას და იმას, თუ რამდენად სწრაფად აისახება ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ბრუნო ბალვანერას განცხადებით, „ეს ამდენად სწრაფად არ ხდება“.

“ნამდვილად არის ინვესტიციების მოცულობის ზრდა. ინვესტორები არიან დაინტერესებულები. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს არის დიდი საინვესტიციო პროექტები, როგორიცაა მაგალითად, გაზსადენები, რკინიგზა, ჰიდროელექტროსადგურები, ამიტომ ეს არის უფრო გრძელვადიანი სარგებელი, რომელიც უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება ხელშესახები. მაგრამ გვინდა ვთქვათ, რომ ნამდვილად არის დაინტერესება საქართველოსადმი”, – განცხადა ბრუნო ბალვანერამ.

შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები