LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუაჩიძის ქუჩაზე ხანძრისა და ძლიერი დაკვამლიანების შედეგად 10 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 5 ბავშვია

44

თბილისში, ბუაჩიძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების შედეგად 10 ადამიანი მოიწამლა, რომლებიც სტაციონარში გადაიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, საერთო ჯამში მაშველებმა 20 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

დაზარალებულები მოინახულა და ადგილზე სიტუაციას გაეცნო სანზონის მაჟორიტარი დეპუტატი, ალექსანდრე ხუჯაძე. დეპუტატის გადაწყვეტილებით, ერთი ოჯახი, რომლის სახოვრებელი სახლიც დაიწვა, სასტუმროში განთავსდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები