LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუბა კიკაბიძე, კოტე მახარაძე, სოფიკო ჭიაურელი რუსულ საახალწლო მილოცვაში (ვიდეო)

860

საახალწლო მილოცვა, რომელიც ამ წლის 4 იანვარს „იუთუბზე“ განთავსდა, ქართულ სოცქსელებში დიდი ვნებათაღელვის საგანი გახდა. ვიდეო, რომელიც 1998 წელს ერთ-ერთი რუსული ტელევიზიისთვის არის გადაღებული, მალხაზ ხარბედიამ გააზიარა და დაწერა: „ბыჯო, ბыჯო, ბыჯო, ეს რა ვნახე“. ეს გახლავთ საახალწლო მილოცვა, რომელშიც ბუბა კიკაბიძე, კოტე მახარაძე, კახი კავსაძე, სოფიკო ჭიაურელი და ია ნინიძე მონაწილეობენ. ისინი ენიო მორიკონესა და ნინო როტას მიერ „ნათლიასთვის“ შექმნილ საუნდთრექზე რუსული ტექსტით მღერიან.

სოცქსელში ამ ვიდეოსთან დაკავშირებით შემდეგი სახის კომენტარებს წაიკითხავთ:

„თავბრუ როგორ არ ესხმით ამდენი ტრიალისგან“?

„ვაა, ეგეთი მართლა არაფერი მინახავს“

„თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“

„მე „კაცო“ ვიყავიო, რა უხერხულად ჟღერს, იტალიური ფონის გათვალისწინებით“

„როცა ისინი მღერიან, რუსული ზარბაზნები სდუმან…“

„ეტყობა, შუქი არ მქონდა მაშინ (ტრადიციულად) და ახლაღა ვნახე ეს ჩანაწერი. ნახვა, არნახვა, საკითხავი აი, ეს არის“.

„ძალიან გააქტიურდა ეს კულტურული პროპაგანდა ამ ბოლო დროს რუსეთში. მოთაფვლას ცდილობენ ნეტა? ამოქექეს ყველაფერი“.

„ვაიმე რეებს ბოდავენ((((“

„კაროჩე ყველა კავკასიელი კაცი „კრიოსტნი აწეცია“ და „ჟენშინი მოლჩაწო“ – დედააზრი ეგ იყო, ბოლომდე ვუსმინე“

„აუ, რა მძიმე სანახაობაა… აქედან კიდე საუკუნე ვერ გამოვალთ“.

„ეგაა რა ჩვენი კეთილი ტრადიცია… გადაურბინე – უმღერე, გადმოგირბინეს -მოგიკლეს. ნუ ეს ჩვენი ურთიერთობის ზოგადი სახე. დეტალები კი, რამდენიც გინდა“.

https://www.youtube.com/watch?v=yRdtbeK5crs

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები