LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარელი აკვალანგისტი მსოფლიო რეკორდის დამყარებისას დაიღუპა

54

ბულგარელი აკვალანგისტი ქალი, 45 წლის ტეოდორა ბალაბანოვა, ყვინთვაში მსოფლიო რეკორდის დამყარებისას დაიღუპა.

ტრაგედია 25 სექტემბერს საბერძნეთში, ტორონეოსის ყურეში, მოხდა.

სპორტსმენი და მისი მეუღლე ცდილობდნენ 231 მეტრ სიღრმეზე ჩაყვინთვას, არადა, აქამდე ღია წყალში ქალებს შორის არავინ ჩასულა 211 მეტრზე ქვემოთ.

„ჩაყვინთვის პროცესში ბალაბანოვამ თავი ცუდად იგრძნო, სრულ სიბნელეში დეზორიენტაცია დაემართა და გონება დაკარგა. ზედაპირზე ის უკვე მკვდარი ამოიყვანეს,“ – წერს Offnews.bg.

დაღუპული და მისი მეუღლე დაივინგის საკუთარ სკოლას ხელმძღვანელობდნენ საბერძნეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები