LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურება იგეგმება

97

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს ბოიკო ბორისოვს შეხვდა.

მხარეებმა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტრანსპორტის მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობაზე, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და შავი ზღვით სატვირთო გადაზიდვების გაზრდის პოტენციალზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, რაც სავაჭროეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. პრემიერმა ბულგარეთს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ბულგარელი კოლეგა თბილისში მიიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები