LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარული კომპანია საქართველოში ბიზნეს-პარტნიორს ეძებს

614

ბულგარული კომპანია “არიანი” საქართველოში ბიზნეს-პარტნიორს ეძებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა ავრცელებს, რომელიც საკუთარ ვებ-გვერდზე წერს, რომ ბულგალური კომპანია  დაინტერესებულია საქონლის ექსპორტით, იმპორტითა და ქვეყანაში ინვესტირებით.

ინტერესის სფეროებია:

ოქროს ექსპორტი ბულგარეთში;
ქვანახშირის ექსპორტი ბულგარეთში;
ვარდის ზეთის იმპორტი ბულგარეთიდან;
ტომატის პასტის იმპორტი ბულგარეთიდან;
მარილის იმპორტი ბულგარეთიდან;
თაფლისა და ფუტკრის ცვილის იმპორტი ბულგარეთიდან;
ფერადი ლითონის იმპორტი ბულგარეთიდან;
გადამუშავებული ნავთობპროდუქტების იმპორტი ბულგარეთიდან;
თაფლის გადამამუშავებელი ერთობლივი საწარმოს შექმნა;
ბულგალური ბესტსელერი ნაწარმოებების გამოცემა ქართულ ენაზე (გამომცემლობები);
ბულგარული ბესტსელერების მოტივებზე ფილმების ერთობლივი გადაღება.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დაუკავშირდნენ: [email protected]
+995574090823 ნანი ჭეიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები