ბულინგი მოზარდებში, მიზეზები, შედეგები და აღზრდის პროცესში დაშვებული შეცდომები – ფსიქოლოგ მაია ცირამუას რჩევები

პოპულარული

ბულინგი მოზარდებში, მიზეზები, შედეგები და აღზრდის პროცესში დაშვებული შეცდომები – ფსიქოლოგ მაია ცირამუას რჩევები

გადაცემის ლაივი LIVE

სად უშვებენ ყველაზე დიდ შეცდომას მშობლები აღზრდის პროცესში, საიდან ჩნდება ბულინგი და როგორია მოძალადისა და მსხვერპლის ფსიქოლოგია, რა როლი აქვთ მშობლებსა და მასწავლებლებს მოზარდების კონფლიქტში და როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ ისაუბრა.

რა არის ის საკვანძო შეცდომა, რომელიც შეიძლება მშობელმა აღზრდის პროცესში დაუშვას და ეს შეცდომა მომავალში სხვადასხვა პრობლემის საბაბი გახდეს?

მე მართლაც არ მიყვარს, როდესაც მშობელს ფსიქოლოგთან ვიზიტის დროს უჩნდება ბრალეულობის განცდა, რადგან ეს ნამდვილად არ ეხმარება მას ითანამშრომლოს სპეციალისტთან, ზუსტად და სწორად დაინახოს ბავშვის პრობლემები.  ჩემი სტრატეგია  მშობელთან მუშაობისას არის შემდეგი: მე ვცდილობ მათ ვაგრძნობინო ბავშვი, მათ მივცე საშუალება შეხედონ სამყაროს, საკუთარ ქცევას ბავშვის თვალებით და იგრძნონ, რა ემოციური მდგომარეობაა, როდესაც არ უსმენენ  და შენიშნვას აძლევენ ბავშვს. მშობელი ფსიქოლოგთან მუშაობის პროცესში აცნობიერებს რა გამოწვევების წინაშე დგას და უკვე იწყებს შეცვლას.  ეს შეცვლა არის აბსოლიტურად ცნობიერი და თანამშრომლობითი პროცესი.

რა გამოწვევების წინაშე დგანან მშობლები ბავშვის აღზრდის პროცესში – როგორც პრაქტიკა აჩვენებს,  პირველი და უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ძალიან ხშირად იღებს ბავშვი მშობლისგან მესიჯს, რომ ის არის მიუღებელი, ის არ მოსწონთ, რომ ის მუდმივი კრიტიკის ობიექტია.

ბავშვის უპირობო მიღება – ეს არის პირველი, რის გარკვევას და გაცნობიერებასაც ვცდილობ, როდესაც ვიწყებ მშობელთან მუშაობს, რამდენად არის ის მზად იმისთვის, რომ მიიღოს ბავშვი ისეთი, როგორიც არის. ჩვენ, ფსიქოლოგებს ხშირად გვაქვს ხოლმე ასეთი რეკომენდაციები მშობლებთან, შეეცადონ ბავშვს უთხრან, რომ ის ცუდი კი არ არის, უბრალოდ კონკრეტულ სიტუაციაში  მოიქცა ცუდად.

რა სჭირდება ბავშვს განვითარების პროცესში,  მაგალითად,  სანამ ის არის ერთ წლამდე ასაკში, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ენდოს უფროს ადამიანს, ყველა მისი მოთხოვნა თუ მოთხოვნილება და ფიზიოლოგიური საჭიროებები, დროულად იყოს დაკმაყოფილებული.

ორი სამი წლის ასაკიდან ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენდოს საკუთარ თავს, ეს არის ასაკი, როდესაც მშობელმა პირდაპირი და გადატანითი მნიშნელობით ბავშვს ხელი უნდა გაუშვას. როგორც კი ბავშვი იწყებს სიარულს, უჩნდება პირველი სიტყვა, მშობელმა მას უნდა მისცეს შესაძლებლობა იგრძნოს საკუთარი ავტონომიურობა, იგრძნოს რომ, რაღაც შეუძლია.

ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, კომუნიკაციის პროცესის სწორად წაყვანა, კომუნიკაციაში ვგულისხმობთ იმას, რომ ხშირად მშობელი ბავშვს ელაპარაკება არ მიღების ენაზე, უარყოფს მის ემოციას. მაგალითად, რას ვაკეთებთ როდესაც ბავშვს ეშინია? ვუკრძალავთ მას რომ ეშინოდეს! ამ დროს მთავარი ამოცანა არის ის, რომ მშობელი გახდეს ბავშვის ემოციის კარგი კონტეინერი, მიმღები იმისა, რასაც იმ მომენტში ბავშვი გამოხატავს.

არასწორია გენდერული დაყოფის მომენტი, მაგალითად ბიჭებს ვეუბნებით, რომ ბიჭია და არუნდა ეშინოდეს, გოგოებს ვეუბნებით რომ გოგოა და არუნდა ბრაზობდეს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს შეკავებული და მოთოკილი ემოცია აკუმულირდება(გროვდება).

მე ხშირად მინახავს, განსაკუთრებით ბიჭებში, ბავშვობის პერიოდში შეკავებული შიში შემდგომში ბრაზის ენერგიაში გადასული და ამით გამოწვეული ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელიც აგრესიას უკავშირდება.

უსიყვარულობა არის კიდევ ერთი უმთავრესი პრობლემა. უსიყვარულობა არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენს შვილებს თავს ვევლებოდეთ, ყველა მათი კაპრიზი დავაკმაყოფილოთ, არამედ ბავშვი ყოველ წამში უნდა გრძნობდეს იმას, რომ მშობელი ყოველთვის მზადაა მის მოსასმენად, მასთან კომუნიკაციისთვის, მისი ემოციის გაზიარებისთვის და ა.შ.

ზოგადად ადამიანებს უყალიბდებათ ბაზისური წარმოდგენები სამყაროს და საკუთარი თავის შესახებ.  იმის მიხედვით თუ როგორ ექცევა მას მშობელი, ბავშვი იღებს სხვადასხვა ინფორმაციას, მაგალითად თუ მუდმივად აკრიტიკებენ, ფიზიკურად ცემენ, სჯიან მას საკუთარი თავის მიმართ უყალიბდება წარმოდგენა, რომ ის ცუდია, მის გარშემო არსებული ადამიანები ნდობას არ იმსახურებენ  და ზოგადად სამყაროს მიმართ საკმაოდ უნდობლად არიან განწყობილი. ეს შემდგომში ძალიან სერიოზულ პრობლემებში გადადის. ფაქტობრივად ეს არის ის, რაზეც დგას ადამიანის პიროვნება, შესაბამისად ყველა ამ მიმართულებით დაშვებული შეცდომა შემდეგ ძვირად გვიჯდება ხოლმე.

სად არის  დაშვებული შეცდომა მშობლის მხრიდან, როდესაც ერთის მხრივ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია და დაჩაგრულ პოზიციაშია, მეორე მხრივ კი ბავშვი სხვას აბულინგებს და მის დამცირებას ცდილობს, რატომ განსხვავდებიან ასე ბავშვები  და რისი ბრალია ეს ყველაფერი?

მიზეზები არსებობს ბავშვის პიროვნების დონეზე,  ეს შეიძლება იყოს მისი ტემპერამენტი, ხასიათი, გამოცდილება, რომელიც გარე სამყაროსთან ურთიერთობის პროცესში დაუგროვდა. მიზეზები არის ხშირად ოჯახშიც, ბავშვები ძალადობრივ გარემოში იზრდებიან, საქართველოში დამკვიდრებულია აღზრდის ძალადობრივი კულტურა, მხოლოდ ჩვენთან თუ გაიგებ ასეთ გამამართლებელ ფრაზას ბავშვის დასჯის შემდეგ – „კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამს”  ან „ბავშვი მტრად უნდა გაზარდო, რომ მოყვარედ გამოგადგეს”.

ზოგადად ჩვენი საზოგადოება ძალიან ტოლერანტულია ძალადობისადმი,  2013 წელს „გაეროს ბავშვთა ფონდის”  კვლევამაც დაადასტურა, რომ ჩვენი მოსახლეობის 60% ემხრობა და ეფექტურად მიიჩნევს აღზრდის პროცესში ფიზიკურ დასჯას.ხშირად, როდესაც ბავშვი გადის საზოგადოებაში  მას უკვე კარგად აქვს ათვისებული კომუნიკაციის ძალადობრივი მეთოდები.

ჩემი პრაქტიკიდან როგორც ვაკვირდები, ორივე ტიპის ბავშვისთვის, მჩაგვრელი და დაჩაგრული, ხშირად წამყვანია თვითშეფასების პრობლება. იმისათვის რომ დაძლიოს ეს პრობლემა, ბავშვი ჰიპერკომპენსაციას მიმართავს, ანუ ძალადობრივ ქცევას იმისათვის, რომ საკუთარ თავსაც და სხვებსაც დაუმტკიცოს, რომ მაგარია. არსებობს სოციალური შეკვეთა, რომ ადამიანი აუცილებლად ძლიერი უნდა იყოს და განსაკუთრებით თუ ის ბიჭია. მასკულინურობა არის ჩვენი სოციალური შეკვეთა ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენ არ მოგვწონს მშიშარა, მტირალა ბიჭები. ბავშვი რა თქმა უნდა ირჩევს უფროსებისაგან კარგად დასწავლილ  და ნორმად დამკვიდრებულ ძალადობრივ ქცევას. თუკი ის ასეთი არ იქნება, შეიძლება გაირიყოს, შეიძლება მამამ გააკრიტიკოს და უთხრას, წადი შენით მოაგვარე, მე რატომ მეუბნები, შენ შესაბამისი ძალა არ გაქვს?

რაც შეეხება ბავშვს, რომელსაც ჩაგრავენ, მასაც ხშირ შემთხვევაში დაბალი თვითშეფასება აქვს, ეს განაპირობებს მის პასიურობას, დაეჭვებულია საკუთარ ქცევებში, მარტოა, უფრო დამყოლია, ჯგუფისგან გარიყულად დგომას ირჩევს, იოლად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ და კიდევ ერთი, რაც უმთავრესია, სოციალური უნარების დეფიციტი, ბავშვებს არ აქვთ არა ძალადობრივი მეთოდებით საზოგადოებაში თვითდამკვიდრების უნარები.  ეს სოციალური უნარები ჩვენ უფროსებმა, მშობებმა, სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებმა, სასკოლო სივრცეში პედაგოგებმა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს.

პრობლემები, რომელიც განაპირობებს იმას, რომ ბავშვები ირჩევენ ძალადობრივ ქცევას არის აბსოლიტურად ყველა დონეზე, ინდივიდის, ოჯახის, სკოლის, უბნის და ხშირ შემთხვევაში კულტურის დონეზეც კი.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა, როდესაც სახეზეა ძალადობა ბავშვებს შორის ?

მარტო მშობელი ვერაფერს ვერ გახდება, აქ ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ინსტიტუციის ჩართულობა, ეს არის პროცესი, რომელშიც ერთვება მშობელი, მასწავლებელი და ხშირ შემთხვევაში შესაძლოა სამართლებრივი ჩარევაც გახდეს აუცილებელი. ბოლო ხანებში ამ სფეროში რა შემთხვევაც დაგვიდო ჩვენმა უნიათობამ, ამ ყველაფრის მიზეზი არის  ის, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ანტიბულინგური  პროგრამები სკოლაში, ეს პრობლემა არ არის აღიარებული და გააზრებული.  მაშინ, როდესაც ბავშვი აღმოჩნდა სერიოზული პრობლემის წინაშე, მას ჩაგრავდნენ, მან არ მიმართა არც მშობელს, არც მასწავლებელს, არც სამართლებრივ ორგანოს, არამედ მიმართა მისთვის ავტორიტეტულ თანატოლს და როგორ დამთავრდა  ეს შეთხვევა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით.

ბულინგის პრობლემაზე მუშაობა და მოგვარება არის ყველა უწყების საქმე და მოვალეობა. ვერაფერს ვერ გახდება სკოლა თუ კი მშობელი განზე გადგება, ვერაფერს ვერ გახდება მშობელი თუ კი სკოლა არ ითანამშრომლებს მასთან და საერთოდ ვერაფერს ვერ გავხდებით თუ იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც ბავშვი სკოლაში შედის, ის არ ჩაერთვება ანტიბულინგურ სწავლებაში.

ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც აღიარებულია ეს პრობლემა, არსებობს ანტიბულინგური ქცევის ალგორითმი, აქ მთელი აქცენტი არის გადატანილი არა უშუალოდ მოძალადეზე და მსხვერპლზე, არამედ აქცენტი გადატანილია ე.წ „ბაისთენდერებზე”, რომლებსაც ჩვენ ვეძახით ბულინგის შემსწრეებს, იმ ბავშვებს, რომლებიც უყურებენ ამ ყველაფერს და ამ ყველაფრის შემხედვარე პირველი რასაც აკეთებენ, ისინი მიმართავენ ე.წ. „ბულერს”, რომ შეჩერდეს და მისი ქცევა არის აბსოლიტურად მიუღებელი. თუკი ეს ვერ აჩერებს ბავშვს, რომელიც ჩაგრავს თავის თანატოლს, მაშინ ისინი ცდილობენ, თვითონ არ აყვნენ მას, ხშირია შეთხვევა, როდესაც ერთ თანაკლასელს დასცინიან და დანარჩენი თანაკლასელებიც მხარს უბამენ  ე.წ. ბულინგის გამტარებელს. ამ შემთხვევაში ქცევის ალგორითმი არის ასეთი, რომ  არ უნდა აყვე, ზურგი შეაქციო, უნდა აგრძნობინო, რომ ქცევა რომელსაც ის მიმართავს, დასცინის სხვას, ავიწროვებს, აშანტაჯებს თუ ა.შ. შენთვის მისაღები არ არის.  ის ამის გამო ვერ დაიმკვიდრებს თავს და ვერ მიიღებს ჯილდოს თანაკლასელებისაგან, რომ ის კარგი ტიპია, ეს არ არის ინსტრუმენტი იმისა, რითაც მან თავი უნდა დაიმკვიდროს.  თუ ესეც არ ჭრის, არის მესამე ნაბიჯი, როდესაც ბულინგის შემსწრემ უნდა გააკეთოს შეტყობინება, მაგრამ ჩვენთან პრობლემა არის იმაში, რომ არც ის ვისაც ჩაგრავენ და არც ის ვინც ჩაგვრის შემსწრეა, არ აკეთებს შეტყობინებას, რადგან კულტურალურად ეს არის მიუღებელი. ვიცით რომ არსებობს გავრცელებული სლენგი „ჩაშვება” რის გამოც შემდეგ ის შეიძლება დაისაჯოს და ძალიან ბევრი შემთხვევა ამ მიზეზით რჩება უხილავი უფროსი ადამიანებისთვის.

უმცროსი სასკოლო საფეხურიდან მოყოლებული მთელი სასკოლო პერიოდის მანძილზე  ანტიბულინგური პროგრამები სწორედ ამ მეთოდების სწავლებას მოიცავს. ეს არის სამოქალაქო შეგნება, გარკვეული ტიპის პასუხისმგებლობის გაზიარება, როდესაც არ ეგუები ჩაგვრას.

ერთი ძალიან საინტერესო შემთხვევა მომიყვა კოლეგამ : გერმანიაში მოსწავლეები ავიდნენ ავტობუსში, ერთ-ერთმა დააზიანა რაღაც, მისმა მეგობარმა კი ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ამ ბავშვის დამოკიდებულება არის შემდეგი – „მე დავიცავი ის სივრცე, გარემო, სადაც რაღაც გაფუჭდა და დავიცავი ჩემი თანატოლი, თუკი ის ვერ მიიღებს პასუხს მის ქმედებაზე, ის ვერასოდეს ვერ მიხვდება, რომ ამით რაღაცას აფუჭებს და აზიანებს”.

წარმოიდგინეთ ჩვენს სინამდვილეში რამდენად სკანდალური იქნება ეს შემთხვევა და რა დაემართება ბავშვს ვინც ამას გააკეთებს. ჩვენ ძალიან შორს ვართ ამ ყველაფრისგან.

მშობელი აკეთებს ყველაფერს, იმისთვის რომ ბავშვი ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს, შემდეგ კი ბავშვი ხვდება ისეთ გარემოში, სადაც განსხვავებული ტიპაჟები არიან, ასეთ დროს ბავშვი აკოპირებს თანატოლების ქცევას, ამ დროს სად არის გამოსავალი?

ყველაზე რთული და მტკივნეული შეკითხვაა ყველა მშობლისთვის, ხშირად  რა ღირებულებებსაც და სოციალურ უნარებსაც  დებ ბავშვში გარემოსთან წინააღმდეგობაში მოდის. ერთ მაგალითს მოგიყვებით, რომელიც შესაძლოა გამოდგეთ ასეთი ტიპის პრობლემების დასაძლევად. როდესაც ჩემი უმცროსი შვილი წავიდა სკოლაში, მე მას ვუთხარი, რომ როდესაც ის ხედავს, რომ მის თანატოლს ჩაგრავენ, ის არ არის ვალდებული დაიცვას სხვა, რადგან საკმაოდ პატარაა და აუცილებლად უნდა შეატყობინოს ამის შესახებ თავის პედაგოგს. თავიდან ის ამას ასრულებდა, ძალიან ცოტა ხანში კი მოვიდა ატირებული და ამბობს, რომ მას კლასში ჩამშვები დაუძახეს და გარკვეულწილად ბულინგის მსხვერპლიც კი გახდა. ამ შემთხვევაში ჩემთვის გამოსავალი მასწავლებელთან კომუნიკაცია იყო,  მისი ჩართვა და მასთან ერთად მუშაობა ამ პრობლემაზე. მე გამიმართლა, რადგან  მასწავლებელი ძალიან გულისხმიერად  მოეკიდა ამ პრობლემას, გაკვეთილების ციკლიც კი მიუძღვნა ამ პრობლემას, აქ საუბარია პირველკლასელ ბავშვებზე, მან თავიდანვე ჩადო მათში, რას ნიშნავს როდესაც სხვას უჭირს და შენ მას ეხმარები, ძალიან საინტერესო ზღაპარი მოუყვა მათ, რაც ჩემთვის ინსპირაციის წყარო გახდა და ძალიან მალე მომიწია ანტიბულინგური სახელმძღვანელოს შექმნა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის, სადაც ეს ზღაპარი პირველადი სახით არის შესული.

არსებობს ანტიბულინგური პროგრამა, რომელიც ფინეთში შეიქმნა, სადაც სკოლაში შესვლის დროს მშობელი კონტრაქტს დებს სკოლასთან და ვალდებულებებში მას უწერია, რომ როგორც კი მისთვის ცნობილი გახდება ინფორმაცია რაიმენაირი ძალადობის შესახებ, დაუყოვნებლის შეატყობინოს სკოლას.არსებობს სასკოლო მედიაციის პროგრამებიც, რომელიც ცდილობს დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიაციით მოაგვაროს საკითხი, არსებობენ ბავშვები, რომლებიც მედიატორებად გაიწვრთნებიან.

დღეს ძალიან ბევრმა მშობელმა არ იცის, რომ სკოლის ვალდებულებაა ბავშვის ძალადობისგან დაცვა, ხშირად მშობელს აქვს ასეთი პოზიცია, რომ თუ მასწავლებელმა ბავშვს ყური აუწია პროტესტს კი არ გამოხატავს, ეთანხმება მას. ეს დამოკიდებულება შესაცვლელია, მე ძალიან დიდ იმედს მაძლევს „იუნისეფის” ახალი კამპანია „შეაჩერე ძალადობა”,  რომელიც დიალოგების და დისკუსიების გამართვას გულისხმობს მშობლებთან, მასწავლებლებთან და მოზარდებთან. კამპანია დამკვიდრებული სოციალური ნორმების შეცვლას ისახავს მიზნად.

პოლიციასთან თანამშრომლობა საკუთარი თუ სხვისი უფლებების დაცვისთვის არ უნდა იყოს ცუდი ტონი საზოგადოებაში და ეს უნდა აღიქმებოდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობად.

მშობლები ცდილობენ ბავშვს ქონდეს ძალიან ცოტა თავისუფალი დრო და ნაკლებად იურთიერთოს თანატოლებთან,  დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე არის თუ არა ეს გამოსავალი?

მე ვთვლი, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი თავისუფალი დრო. განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, ძალიან ბევრი ბავშვი ემშვიდობება ბავშვობას, თამაშს, სკოლაში შესვლის პირველივე დღეებიდანვე რაც აბსოლუტურად არასწორია.  ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ გვცალია მათთვის და ვცდილობთ ბავშვი მეტი რამით დაიტვირთოს.

ბავშვისთვის თამაში არის ყველაფერი, როგორ გაილაღებენ ხოლმე ბავშვები, როდესაც ისინი მოედანზე მოხვდებიან. როგორ ვზღუდავთ და როგორ გვენანება ის დრო, რასაც ისინი თამაშში ხარჯავენ, არადა ბავშვი როდესაც დარბის მას აქვს დაახლოებით იგივენაირი განცდა, როგორც ზრდასრულ ადამიანს ფრენის  დროს. ეს არის ბედნიერების განცდა, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნების საუკეთესო საშუალება.

არსებობს ასეთი განსხვავება კულტურებს შორის და მე ხშირად ვიმეორებ ხოლმე ამას, რადგან მინდა, რაც შეიძლება ბევრმა მშობელმა გაიგოს და დაფიქრდეს ამაზე. კულტურა განსხვავდება იმის მიხედვით, ვინ როგორ აღიქვამს ბავშვის ბედნიერებას. მაგალითად ისეთი ტიპის კოლექტივისტურ კულტურაში, როგორიც საქართველოა, ბედნიერებაა, როდესაც მშობელია ბედნიერი, ისეთი ტიპის ინდივიდუალისტურ საზოგადოებაში როგორიც ფინეთია, ბედნიერებაა, როდესაც ბავშვია ბედნიერი.  ჩვენ ვაკეთებთ გათვლას საკუთარ ბედნიერებაზე, ხშირად ვცდილობთ ჩვენს ბავშვობაში არარეალიზებული ოცნებების რეალიზება ჩვენი შვილების საშუალებით მოვახდინოთ და შესაბამისად ვიღებთ დაღლილ, ემოციური და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვებს, რომლებსაც არაფერი აღარ უხარიათ, რომლებიც ძალიან მოწყენილები არიან, ძალიან მარტო გრძნობენ თავს და ხშირად აქვთ განცდა, რომ მათი არავის არ ესმის. როდესაც მშობელი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ბავშვი ატაროს სპორტის სხვადასხვა სახეობაზე თუ წრეზე, ხშირ შემთხვევაში ეს არის მშობლის გადაწყვეტილება.

ვეკითხებით ბავშვს რა აინტერესებს? რა არის მისთვის საოცნებო? კომუნიკაცია, ბავშვის აზრის გათვალისწინება, ბავშვის მოსმენა – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მან თავი იგრძნოს ბედნიერად.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

რჩევები /

|

8 ივნისი, 2018

|

საკვანძო სიტყვები

WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => maia-ciramua
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 252253
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => maia-ciramua
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 252253
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 22853
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => maia-ciramua
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => maia-ciramua
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (252253) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (22853)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 216048
                    [post_author] => 21
                    [post_date] => 2018-02-21 13:43:20
                    [post_date_gmt] => 2018-02-21 09:43:20
                    [post_content] => განათლება, ბავშვთან ურთიერთობის გამოცდილება და კარგი დახასიათება - საქართველოში მშობლები საკუთარი შვილის აღმზრდელის ძიებისას ამ სამ მნიშვნელოვან ფაქტორს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. როგორც ძიძების სააგენტო "ნენი ჯორჯიაში" განმარტავენ, ოჯახები ძიძის შერჩევისას ყურადღებას არაერთ დეტალზე ამახვილებენ, მათ შორის ძიძის ასაკზე და განსაკუთრებით იმაზე, მომავალი აღმზრდელი მწეველია, თუ - არა.

თავის მხრივ, მშობლების ნაწილი ძიძებს ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს. როგორც "ფორტუნას" ერთ-ერთმა დედამ უთხრა, ყოფილი ძიძა ოჯახიდან ფულს იპარავდა, სასეირნოდ გაყვანილ ბავშვს ზამთარში ჯიხურის გამყიდველს უტოვებდა, თავად კი რამდენიმე საათით სადღაც მიდიოდა.

ძიძების სააგენტოში "ფორტუნას" განუცხადეს, რომ აღმზრდელობის მსურველი დღეს ძალიან ბევრია, შესაბამისად, სააგენტოში განაცხადიც ყოველდღიურად იზრდება. შესარჩევად ძიძობის კანდიდატებს გასაუბრება რამდენიმე ეტაპად უტარდებათ. ისინი სააგენტოში საკუთარ მონაცემებს ტოვებენ - ასაკს, ჯანმრთელობის ცნობას, ცნობას ნასამართლეობის შესახებ, ინფორმაციას გამოცდილების შესახებ, წინა დამსაქმებლის რეკომენდაციას და ამის შემდეგ სააგენტო კონკრეტული მოთხოვნების გათვალისწინებით ძიძას ოჯახთან ამისამართებს.

"ნენი ჯორჯიას" დირექტორის, ეკა გოქაძის, თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს ძიძასთან რაიმე პრობლემა აქვს, ან ძიძა ბავშვთან მიმართებით არასათანადო მოპყრობაში იქნა შემჩნეული, სააგენტოს, როგორც ძიძასა და ოჯახს შორის შუამავალს, გარკვეულწილად პასუხისმგებლობა ეკისრება.
"ეს იმიტომ, რომ ჩვენი შეთავაზებით ხდება ძიძის და ოჯახის ურთიერთობა, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ, საბედნიეროდ, მსგავსი შემთხვევა ჩვენს ისტორიას არ ახსოვს. ოჯახებს და ძიძებს გამოსაცდელი ვადა ყოველთვის აქვთ. ეს ვადა სამ დღეს გრძელდება, რა დროსაც ძიძები და ოჯახები ერთმანეთს იცნობენ. ორივე მხარეს აქვს დრო იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღონ," - უთხრა "ფორტუნას" ეკა გოქაძემ.
ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, ძიძის შერჩევისას მთავარი აქცენტი დასვან იმაზე, აღმზრდელი აღსაზრდელის მიმართ რამდენად გამოხატავს სიყვარულს, რადგან, ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, მოზარდის კოგნიტური, ემოციური თუ სოციალური განვითარებისთვის 3 წლამდე ასაკის ბავშვებში სიახლოვის განცდა იმ ადამიანთან, რომელიც აღმზრდელის როლშია, ბავშვისთვის გადამწყვეტია.  

თათია კაკიაშვილი

[post_title] => რამდენად სარისკოა საქართველოში ძიძის აყვანა [ვიდეორეპორტაჟი] [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => ramdenad-sariskoa-saqartveloshi-dzidzis-ayvana-videoreportadji [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-02-21 13:47:30 [post_modified_gmt] => 2018-02-21 09:47:30 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=216048 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 215410 [post_author] => 21 [post_date] => 2018-02-19 14:19:46 [post_date_gmt] => 2018-02-19 10:19:46 [post_content] => სამსახური და გამოუცდელობა - ამ ძირითადი მიზეზებით დღეს მშობლების ნაწილი საკუთარი შვილისთვის აღმზრდელად ძიძას ირჩევს. ძიძის შერჩევისას მშობლების ნაწილი ახლობლების გამოცდილებას ენდობა და მათ მიერ რეკომენდებულ აღმზრდელს ქირაობს, ნაწილი კი - გაზეთებსა და სააგენტოებს მიმართავს. აღმზრდელები აღსაზრდელებს ზოგჯერ მშობელივით უვლიან, ზოგჯერ კი - არასათანადოდ ეპყრობიან, რასაც ბავშვის ფსიქიკურ პრობლემებამდე მივყავართ. რა უნდა გავითვალისწინოთ ძიძის შერჩევისას, აღნიშნულზე „ფორტუნას“ ფსიქოლოგი, მაია ცირამუა, ესაუბრა. - ბავშვის კოგნიტური, ემოციური თუ სოციალური განვითარებისთვის განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ წლებში, 3 წლამდე ასაკში, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორია ბავშვის მიჯაჭვულობა, სიახლოვის განცდა იმ ადამიანთან, რომელიც მის მიმართ ზრუნვას იჩენს, რომელიც აღმზრდელის როლშია, იქნება ეს მშობელი, ბებია-ბაბუა თუ ძიძა. ამ ყველაფერს ბავშვის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვი არის უსუსური, გამოუცდელი, მას არ აქვს ინფორმაცია საკუთარი თავის, სამყაროს შესახებ და ა.შ., ის სხვა ადამიანებსა და საკუთარ თავზე იმის მიხედვით იქმნის წარმოდგენას, თუ როგორი და რა სახისაა ზრუნვა, რომელსაც მის მიმართ იჩენენ. არის თუ არა ის სიყვარულის ობიექტი; ხომ არ არის ძალადობის მსხვერპლი; ხომ არ არის უგულებელყოფილი, განსაკუთრებით ემოციურად უგულებელყოფილი იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც მასზე ზრუნავს.   - რატომ აქვს ამ ყველაფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა? - როგორც უამრავი კვლევა და მეცნიერული თეორია აჩვენებს, ბავშვები, ამ ზრუნვის ხარისხის და ხასიათის მიხედვით, საკუთარი თავის შესახებ გარკვეულ სქემებს და წარმოდგენებს იმუშავებენ. თუ ბავშვი სიყვარულის ობიექტია, თუ მისი ყველა სასიცოცხლო ემოციური საჭიროება დაკმაყოფილებულია, მაშინ ბავშვს უყალიბდება განცდა, რომ სამყარო არის სანდო, რომ სხვა ადამიანების ნდობა შეიძლება და რომ ის კარგია და იმსახურებს სიყვარულს. ეს არის ის, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ურთიერთობს ადამიანი გარესამყაროსთან და თუ როგორ აღიქვამს ადამიანი საკუთარ თავს. თუ პირიქით - ბავშვი არის ძალადობის მსხვერპლი, თუ მას უგულებელყოფენ, თუ გარემო მის მიმართ კრიტიკული და დაუნდობელია, მაშინ ბავშვს უყალიბდება წარმოდგენა, რომ თვითონ ცუდია, რომ სამყარო საფრთხითაა სავსე და ადამიანების ნდობა არ შეიძლება. ეს საკმაოდ მყარი, ბაზისური რწმენის სახით ყალიბდება ბავშვში, რაც შემდეგ მას პრობლემას უქმნის - ემოციურს, ქცევითს, სხვა ადამიანებთან კომუნიკაციაში ხელს უშლის, ამიტომ, აქედან გამომდინარე, მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, თუ ვის ანდობს თავის პატარას, ვინ არის ეს ადამიანი, როგორია ამ ადამიანის დამოკიდებულება აღზრდის საკითხების მიმართ, იყენებს თუ არა ის ძალადობრივი აღზრდის მეთოდებს, უგულებელყოფს თუ არა ბავშვის საჭიროებებს. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ზუსტად იმას, რაც პიროვნების განვითარებისთვის, ბედნიერების განცდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, არამყარ ფუნდამენტს ვუქმნით, თუკი ბავშვი უცებ აღმოჩნდება ისეთი ადამიანის ხელში, რომელიც არასათანადოდ ზრუნავს და მეტიც, ძალადობს ბავშვზე. ეს არის ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხი.   - რა თვისებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა ბავშვისთვის ძიძას ვარჩევთ? - ეს საკითხი არ არის დარეგულირებული. არ არსებობს სამსახურები, რომლებიც პროფესიულად ძიძის შერჩევას არეგულირებენ. ადამიანები ძიძებს რეკომენდაციის საფუძველზე, პიროვნული თვისებების გათვალისწინებით არჩევენ. ის, რომ ვიღაცას უნდა მუშაობა და შემოსავალი, არ ნიშნავს, რომ მას აქვს უნარი, გაუძლოს იმ გამოწვევებს, რის წინაშეც ბავშვი აყენებს ხოლმე თავის აღმზრდელს. ბავშვი საკმაოდ დაბნეულია, ბევრი რამ არ იცის, არც ის იცის, ემოციები როგორ დააბალანსოს. ბავშვს თვითგამოხატვის სხვა საშუალებები აქვს, ასაკის მიხედვით სხვა სირთულეები აქვს და, თუ ამ დროს მის გვერდით არ არის ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი იცის, ვისაც შეუძლია ამ ყველაფერთან გამკლავება, თავისთავად ცხადია, ბავშვის ფსიქიკაზე შეიძლება ძალიან მძიმე კვალი დატოვოს. ასე რომ, ეს ნებისმიერი მშობლისთვის ძალიან საპასუხისმგებლო ამოცანაა. ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიული აზრის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთან, ძირითადად, ქსელური მარკეტინგი მუშაობს - ნაცნობ-მეგობრები ერთმანეთს ძიძებს ურჩევენ და მერე აღმოჩნდება, რომ არავინ იცოდა, რომ მოძალადე ადამიანთან ჰქონდა შეხება. პრობლემა კი ისაა, რომ ეს ძალადობრივი დამოკიდებულების მოდელი   ბავშვის ცხოვრებაში გადმოდის.

თათია კაკიაშვილი

[post_title] => რა უნდა გავითვალისწინოთ ძიძის შერჩევისას - რჩევები ფსიქოლოგ მაია ცირამუასგან [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => ra-unda-gavitvaliswinot-dzidzis-sherchevisas-rchevebi-fsiqolog-maia-ciramuasgan [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-02-19 15:18:24 [post_modified_gmt] => 2018-02-19 11:18:24 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=215410 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 211275 [post_author] => 22 [post_date] => 2018-02-05 17:07:35 [post_date_gmt] => 2018-02-05 13:07:35 [post_content] => მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით ბავშვთა ფსიქოლოგმა, მაია ცირამუამ აღნიშნა, რომ კანონპროექტმა მხოლოდ კონტროლი არ უნდა უზრუნველყოს: "მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ უფრო წავალთ ასე ვთქვათ იმ გზით, რომ სკოლას შეექმნას კრიზისული სიტუაციების მართვის ეფექტური მექანიზმები, სადაც კონტროლთან ერთად იქნება ჩადებული ზრუნვის ელემენტიც." ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ განხილვის პროცესში ჯანდაცვის სამინისტროც უნდა იყოს ჩართული: "გული მწყდება იმაზე, რომ აქ არის მხოლოდ და მხოლოდ ორი სამსახური წარმოდგენილი ანუ ორი უწყება, ეს არის განათლების სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო და მაქვს კითხვა იმასთან დაკავშირებით სად არის ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის როლიც ძალიან დიდი არის,"- აცხადებს მაია ცირამუა. [post_title] => მანდატურის სამსახურის რეფორმაში, კონტროლთან ერთად, ზრუნვის ელემენტიც უნდა იყოს - მაია ცირამუა [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => mandaturis-samsakhuris-reformashi-kontroltan-ertad-zrunvis-elementic-unda-iyos-maia-ciramua [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-02-05 17:11:38 [post_modified_gmt] => 2018-02-05 13:11:38 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=211275 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 216048 [post_author] => 21 [post_date] => 2018-02-21 13:43:20 [post_date_gmt] => 2018-02-21 09:43:20 [post_content] => განათლება, ბავშვთან ურთიერთობის გამოცდილება და კარგი დახასიათება - საქართველოში მშობლები საკუთარი შვილის აღმზრდელის ძიებისას ამ სამ მნიშვნელოვან ფაქტორს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. როგორც ძიძების სააგენტო "ნენი ჯორჯიაში" განმარტავენ, ოჯახები ძიძის შერჩევისას ყურადღებას არაერთ დეტალზე ამახვილებენ, მათ შორის ძიძის ასაკზე და განსაკუთრებით იმაზე, მომავალი აღმზრდელი მწეველია, თუ - არა. თავის მხრივ, მშობლების ნაწილი ძიძებს ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს. როგორც "ფორტუნას" ერთ-ერთმა დედამ უთხრა, ყოფილი ძიძა ოჯახიდან ფულს იპარავდა, სასეირნოდ გაყვანილ ბავშვს ზამთარში ჯიხურის გამყიდველს უტოვებდა, თავად კი რამდენიმე საათით სადღაც მიდიოდა. ძიძების სააგენტოში "ფორტუნას" განუცხადეს, რომ აღმზრდელობის მსურველი დღეს ძალიან ბევრია, შესაბამისად, სააგენტოში განაცხადიც ყოველდღიურად იზრდება. შესარჩევად ძიძობის კანდიდატებს გასაუბრება რამდენიმე ეტაპად უტარდებათ. ისინი სააგენტოში საკუთარ მონაცემებს ტოვებენ - ასაკს, ჯანმრთელობის ცნობას, ცნობას ნასამართლეობის შესახებ, ინფორმაციას გამოცდილების შესახებ, წინა დამსაქმებლის რეკომენდაციას და ამის შემდეგ სააგენტო კონკრეტული მოთხოვნების გათვალისწინებით ძიძას ოჯახთან ამისამართებს. "ნენი ჯორჯიას" დირექტორის, ეკა გოქაძის, თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს ძიძასთან რაიმე პრობლემა აქვს, ან ძიძა ბავშვთან მიმართებით არასათანადო მოპყრობაში იქნა შემჩნეული, სააგენტოს, როგორც ძიძასა და ოჯახს შორის შუამავალს, გარკვეულწილად პასუხისმგებლობა ეკისრება.
"ეს იმიტომ, რომ ჩვენი შეთავაზებით ხდება ძიძის და ოჯახის ურთიერთობა, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ, საბედნიეროდ, მსგავსი შემთხვევა ჩვენს ისტორიას არ ახსოვს. ოჯახებს და ძიძებს გამოსაცდელი ვადა ყოველთვის აქვთ. ეს ვადა სამ დღეს გრძელდება, რა დროსაც ძიძები და ოჯახები ერთმანეთს იცნობენ. ორივე მხარეს აქვს დრო იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღონ," - უთხრა "ფორტუნას" ეკა გოქაძემ.
ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, ძიძის შერჩევისას მთავარი აქცენტი დასვან იმაზე, აღმზრდელი აღსაზრდელის მიმართ რამდენად გამოხატავს სიყვარულს, რადგან, ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, მოზარდის კოგნიტური, ემოციური თუ სოციალური განვითარებისთვის 3 წლამდე ასაკის ბავშვებში სიახლოვის განცდა იმ ადამიანთან, რომელიც აღმზრდელის როლშია, ბავშვისთვის გადამწყვეტია.  

თათია კაკიაშვილი

[post_title] => რამდენად სარისკოა საქართველოში ძიძის აყვანა [ვიდეორეპორტაჟი] [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => ramdenad-sariskoa-saqartveloshi-dzidzis-ayvana-videoreportadji [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-02-21 13:47:30 [post_modified_gmt] => 2018-02-21 09:47:30 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=216048 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 3 [max_num_pages] => 1 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 136e0a8b0834547e0e2410b1f3c5c4ff [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები