LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულინგთან საბრძოლველად რესურსცენტრებს ფსიქოლოგის შტატი ემატება – მიხეილ ჩხენკელი

87

“განათლების სისტემის ამოცანების რეალიზების წინაპირობაა სკოლებში უსაფრთხო, პოზიტიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა,”- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისი თქმით, ბულინგთან საბრძოლველად რესურსცენტრებს ფსიქოლოგის შტატი დაემატა, შეიქმნა ინტერაქტიული ვებ გვერდიც, ძალადობაზე ცნობიერების ასამაღლებლად.

“კონფლიქტების პრევენციასა და რეაგირებაში უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტია ფსიქოლოგიური სამსახური, რომლის ბაზაზე შეიქმნა კრიზისული ინტერვენციის ჯგუფები. რესურსცენტრებს დაემატა ფსიქოლოგის შტატი. ამოქმედებულია 24 საათიანი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი და ინტერაქტიული ვებ გვერდი (http://befriend.mes.gov.ge/) რაც ხელს შეუწყობს ძალადობაზე ცნობიერების ამაღლებას, ექსცესებისა და აგრესიის სხვადასხვა ფორმების საწყის ეტაპზევე გამოვლენას და შემდგომ გართულებათა გამორიცხვას,” – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები