LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუნდესტაგის წევრებს საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნეს

57

საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრები დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები – გენადი არველაძე და ნინო ჯავახაძე შეხვდნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების  საკითხებზე ისაუბრეს და საქართველოში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. შეხვედრას გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩიც ესწრებოდა.

გენადი არველაძის განცხადებით, გერმანული მხარე გაეცნო დეტალურ ინფორმაციას საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და იმ სექტორების შესახებ, რომელიც დღეს მიმზიდველია ქვეყანაში ინვესტიციების განსახორციელებლად.

„ბუნდესტაგის წევრებს მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესახებ, თუ რა რეფორმებს ვახორციელებთ სხვადასხვა მიმართულებით. ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია იმ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს გაფორმებული სხვადასხვა ქვეყნებთან. ყურადღება გავამახვილეთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის კუთხით არსებულ ტენდენციებზე, პროდუქტებზე, რომლებიც  გადის დღეს ევროკავშირის ბაზარზე, განვიხილეთ, თუ კიდევ რა პერსპექტივა არსებობს და რომელი პროდუქციებისთვის.გერმანულ მხარესთან ერთად ასევე განვიხილეთ ის შესრულება, რომელიც ჩვენ DCFTA-ს არსებული რეფორმების ნაწილში გვაქვს დღესდღეობით“ – განაცხადა გენადი არველაძემ.