LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუნებრივი საოცრება, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ (I ნაწილი)

544

მართალია, მაღალი ტექნოლოგიების განვითარებამ თავის ნოვატორული არქიტექტურით თანამედროვე ქალაქები ფანტასტიკური ფილმის დეკორაციებს დაამსგავსა, მაგრამ მსოფლიომ მაინც შემოინახა ულამაზესი პეიზაჟები, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ბუნება მართლაც საუკეთესო შემომქმედია.

 

პამუკალე, თურქეთი – 17 თერმული წყარო თავისი ქათქათა თეთრი ტერასით დენიზლის პროვინციაში, მართლაც არაჩვეულებრივი სანახავია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ უნიკალური ბუნებრივი ობიექტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვდა.

ბრინჯის ტერასები, ჩინეთი – გუინილის ოლქთან ახლოს, ზღვის დონიდან 300-1100 მეტრის სიმაღლეზე აზიდულმა ჩინეთის ყველაზე ცნობილმა ბრინჯის ტერასებმა Longji Rice Terraces, თავისი უჩვეულო ფორმის წყალობით “დრაკონის ხერემლის” სახელი შეიძინა. განსაკუთრებით ლამაზი სანახავი ტერასები გაზაფხულზეა, როცა წყალში ლურჯი ცა და წითელი მზე აირეკლება.

პაგანას ტაძრები, მიანმარი – უძველესი ტაძრების, მონასტრებისა და პაგოდების წყალობით, პაგანას უძველესი ქალაქი დღეს არქიტექტურულ ზონადაა ქცეული, სადაც განსაკუთრებით შთამბეჭდავად დამაიანჯის და ანანდას ბუდისტური ტაძარები გამოყურება.

მეტეორის მონასტერი, საბერძნეთი – 600 მეტრის კლდის მწვერვალზე წამოჭიმული მონასტრების უმსხვილესი კომპლექსი უნიკალური ღირსშესანიშნაობაა, რომელიც 950-970 წლებში აშენდა, როცა არც გზა არსებობდა, არც ტექნიკა, სამშენებლო მასალას კი, ხელით ეზიდებოდნენ.

უიუნის მლაშობი, ბოლივია – დამშრალი ტბა ალტიპლანოს უდაბნოს ზეგანის სამხრეთით მსოფლიოს უდიდესი მლაშობია, რომლის ზედაპირი სარკესავით აირეკლავს მუდამ ღრუბლიან ცას.

ჰიტაჩის ნაციონალური პარკი – იაპონიის ქალაქ ჰიტატინაკას ნაციონალურ პარკში ბუნების მშვენიერებით დატკბობა წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება, რადგან აქ თავმოყრილ მცენარეთა დიდი ნაწილი ყველა სეზონზე ხარობს.

ად-დეირი და ელ-ჰაზნე, იორდანია – ად-დეირის და ელ-ჰაზნეს ტაძრები პეტრაში, მართლაც უნიკალური ღირსშესანიშნაობაა, რადგან ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე პირველ საუკუნეში გამოიჭრა კლდეში.

მაჩუ-პიკჩუ, პერუ – ზღვის დონიდან 2 450 მეტრის სიმაღლეზე, მთის ქედზე გაშლილი „ქალაქი ღრუბლებში“ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობ ღისშესანიშნაობად ითვლება, რადგან ინკების მმართველის პაჩაკუტეკის მიერ აშენებული ქალაქი მე-15 საუკუნის დასაწყისში დაცარილედა, როცა უგზოუკლოდ გაუჩინარდა 1 200 მოსახლე.

ალგარვეს გამოქვაბული, პორტუგალია – ალგარვეს პლაჟის ცნობილი გამოქვაბული თავისი  კამარითა და ღიობებით, განსაკუთრებით შთამბეჭდავია მზიან ამინდში, როცა სხივები გამოქვაბულს შიგნიდან ანათებენ.

ლენსოის-მარანენსის ნაციონალური პარკი, ბრაზილია – მარანიანის შტატის ნაციონალურმა პარკმა თავისი ქვიშის დიუნებით გაითქვა სახელი. განსაკუთრებით ლამაზი პლაჟი წვიმების სეზონზეა, როცა დუნებს შორის პატარა ლაგუნები ჩნდება.

 

მორეინის ტბა, კანადა –  ყინულოვანი ტბა ბანფის ნაციონალურ პარკში სრულად მხოლოდ ივნისის ბოლოს ივსება, როცა მყინვარები დნება, ტბის ქვიანი ფსკერი კი, არაჩვეულებრივ ანარეკლს ქმნის ზედაპირზე.

შონდონგის მღვიმე, ვიეტნამი – მსოფლიოს ყველაზე დიდი მღვიმე – შონდონგი კუანგბინის პროვინციაში, 38,5 მლნ. კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. მღვიმეს თავის მდინარე აქვს, რომელიც უშველებელ ხეებს ამარაგებს წყლით.

ტიტების მინდორი, ნიდერლანდებში – ნებისმიერ სეზონზე ულამაზესი ჰოლანდია განსაკუთრებით აპრილის დასაწყისში მშვნებდება, როცა ტიტების უზარმაზარი მინდვრები აბსტრაქტულ ნახატებს ემსგაცსება.

რორაიმის მთა, სამხრეთ ამერიკა – ბრაზილიის, ვენესუელასა და გაიანას სასაზღვრო რორაიმის მთა, რომელიც თითქოს ღრუბლებშია ჩაფლული, თავისი სიდიადით აოცებს  მნახველს.

კრისტალების გამოქვაბული, მექსიკა – კრისტალების გამოქვაბულში, რომელიც ქალაქ ნაიკის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეშია დამალული, მხოლოდ 20 წუთით შეიძლებ შესირნება, რადგან ტემპერატურა აქ ხშირად 60 გრადუსსაც აჭარბებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები