LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუნებრივი საოცრება, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ (II ნაწილი)

552

მსოფლიოს ულამაზესი პეიზაჟები, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ბუნება მართლაც საუკეთესო შემომქმედია.

 

ჩჟანტე დანსიას ფერადი მთები, ჩინეთი – განსიუს პროვინციის, ჩჟანტე დანსიას ნაციონალური პარკის მთავარ ღირსშსანიშნაობად ჭრელი მთები ითვლება, რომლებიც ქვიშაქვისა და სხვა სასარგებლო მინერალების წყალობით „გაფერადდა“.

ვარსკვლავების ზღვა, მალდივის კუნძულები -მილიონობით ცოცხალი ორგანიზმის ბიოილუმინაციის წყალობით, პლაჟი ვაადუს კუნძულზე ყოველთვის ვარსკვლავებითაა მოფენილი.

ანტილოპას კანიონი, აშშ –  კანიონმა არიზონას შტატის სამხრეთში, სახელი უცნაური ფერის წყალობით შეიძინა, რომელიც ძალიან ჰგავს ანტიპოპას ტყავს.

ფინგალის მღვიმე, ბრიტანეთი – შოტლანდიაში, კუნძულ სტაფის მღვიმეს კედლებს ბაზალტის 20-მეტრიანი კოლონები ამშვენებს.

ბამბუკის ტყე, იაპონია – არაჩვეულებრივი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა – საგანოს ულამზესი ტყე ქალაქ კიოტოსთან ახლოს, ბამბუკის ერთგავრი ხეივანია, სადაც სეირნობა ნამდვილი სიამოვნებაა.

სპოტედ-ლეიკი, კანადა – მინერალებით მდიდარი წყალსატევი ქალაქ ოსუიუსთან ახლოს, ზაფხულში სხვადასხვა ფერისა და ზომის ლაქებით იფერება, რაც პირველ რიგში აორთქლებული მინერალების დამსახურებაა.

პერიტო-მორენოს მყინვარი, არგენტინა – არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ობიექტის – 250 კვ. კმ-ს პერიტო-მორენოს მყინვარის ნახვა ლოს-გლასიარესის ნაციონალურ პარკში შეიძლება.

იგუასუს ჩანჩქერები, სამხრეთ ამერიკა – 270 ჩანჩქერის კომპლექსი ბრაზილიისა და არგენტინის საზღვარზე, დიდი ხანია იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტად აქცია.

გიგანტების გზა, ჩრდილოეთ ირლანდია –  არაჩვეულებრივი ღირსშესანიშნაობა ბუშმილსთან ახლოს, საუკუნეების წინ ამოხეთქილი ვულკანის წყალობით შეიქმნა.

ფლატჰედის ტბა, აშშ – შეერთებული შტატების უმსხვილესმა ტბამ მდინარე მისისპის სამხრეთით, რომლის სიღრმე ზოგან 113 მეტს აღწევს, თავისი სუფთა წყლით გაითქვა სახელი.

პონგურის ჩანჩქერი, ვიეტნამი – 40 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი ქალაქ დალატის მახლობლად, ვიეტნამის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება.

დიდი რიფი, ავსტრალია – მსოფლიოს უმსხვილესი მარჯნის რიფი, რომლის სიგრძე 2,5 ათას კილომეტრს აღემატება, ცოცხალი ორგანიზმებით შექმნილი მსოფლიოს უდიდესი ბუნებრივი ობიექტია, რომლის დანახვა კოსმოსიდანაც შეიძლება.

გუიცზიანის მდინარე, ჩინეთი – მდინარეს გუანსი-ჩჟუანსის ავტონომიურ რაიონში, ჩინელები ყველაზე ლამაზ მდინარედ მიიღნევენ, რაც არცაა გასაკვირი, რადგან გამჭვირვალე წყალი და ბუნება მის გარშემო მართლაც არაჩვეულებრივ ატმოსფეროს ქმნიან.

დევილზ-თაუერის მონოლითი, აშშ – ვულკანური წარმოშობის 386 მეტრის ბუნებრივი ძეგლი ვაიომინგის შტატში სულ მცირე 225 მილიონი წლისაა.

ტროლის ენა, ნორვეგია –  რამდენიმე კილომეტრიანმა კლდემ ქალაქ ოდას მახლობლად, ორიგინალური სახელი უცნაური ფორმის წყალობით შეიძინა, რომელიც ადგილობრივებმა უზარმაზარ ენას მიამსგავსეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები