LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუნებრივია, ქალაქში მომხმარებელი მარიხუანას ვერ მოიყვანს – ზაქარია ქუცნაშვილი

47

სახელმწიფო ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზებაზე არ წავა – შეიძლება ნაბიჯები მხოლოდ დეკრიმინალიზაციის მიმართულებით გადაიდგას, – საკუთარი პოზიცია ნარკოლიბერალიზაციის თემაზე დღეს უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმაც დააფიქსირა.

მისი თქმით, ნარკოტიკების მოხმარების დანაშაულად არგამოცხადების შემთხვევაში, დგება საკითხი, სად უნდა შეიძინონ მომხმარებლებმა ის, რაც აკრძალული არ არის.

“ბუნებრივია, ქალაქში მომხმარებელი მარიხუანას ვერ მოიყვანს. ესე იგი, მან ვიღაცისგან უნდა იყიდოს. კითხვაზე პასუხი, თუ სად შეიძენენ, არა გვაქვს. ლეგალიზაცია იმას ნიშნავს, რომ ნარკოტიკი სახელმწიფომ გაყიდოს, მაგრამ არა მგონია სწორი იყოს, რომ სახელმწიფომ ნარკოტიკებით ივაჭროს. დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, შავ ბაზარს გასაღების დიდი არეალი გაუჩნდება და მოეხსნება დაპატიმრების შიში. ამ მიმართულებით შესასწავლია მსოფლიო პრაქტიკა. თუკი მსოფლიო დანაშაულს ებრძვის არა მომხმარებლების, არამედ აგენტ-პროვოკატორების მეშვეობით, შეიძლება დეკრიმინალიზაცია, მაგრამ არა ლეგალიზაცია,“ – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია ფრაქცია “კონსერვატორების”თავმჯდომარე გიგა ბუკია. მისი თქმით, ფრაქცია ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას მხარს არ დაუჭერს, მათ შორის არც ინიცირებულ კანონპროექტს. დეპუტატის თქმით, მოქალაქეებისთვის ნარკოტიკი ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს.

„მხარს მხოლოდ იმ კანონს დავუჭერ, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებას შეამცირებს. არსებული სახით წარდგენილ კანონპროექტის მხარს არ დავუჭერთ. ჩვენი მიზანია, ნარკომომხმარებელთა რაოდენობა შემცირდეს და ნარკოტიკები ხელმისაწვდომი არ იყოს და არა ის, რომ ნარკომომხმარებლები ციხეში ჩავსვათ. ნარკომომხმარებლების ციხეში ჩასმა გამოსავალი არ არის. ამავე დროს არ გვინდა, ქვეყანას ახალი ნარკომომხმარებელი შეემატოს,-“აცხადებს ბუკია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები