ბუქარესტი – რჩევები ბუქარესტში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

პოპულარული

ბუქარესტი – რჩევები ბუქარესტში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

ბუქარესტი – მთავარი რუმინული ქალაქი და ქვეყნის კულტურული ცენტრი. ის ტურისტებს იზიდავს მდიდარი ისტორიით, კოლორიტული ატმოსფეროთი და უჩვეულო ღირსშესანიშნაობებით – აქ აქვთ საკუთარი ტრიუმფალური თაღი და მსოფლიოში ყველაზე დიდი პარლამენტი. მთავარი კი ძველი ბუქარესტია ვიწრო ქუჩებით, ეკლესიებითა და ისტორიული ძეგლებით.

თანამედროვე ბუქარესტი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების ქალაქია, რომელმაც უკვე საგრძნობლად შეცვალა მისი იერი. შესაბამისად, ის ძველისა და ახლის საინტერესო მიქსია. აქ ერთმანეთის გვერდითაა სამსაუკუნოვანი ტაძარი, მინის საოფისე შენობები და კომუნისტური ეპოქის ბეტონის კოშმარი. ბოლო წლებია ევროკავშირის დახმარებით ბუქარესტი ევროპიზაციის გზას დაადგა.

ახლახან ქუთაისიდან ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაინიშნა და ვლახების ქვეყანა ქართველი მოგზაურებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და შესაბამისად მეტი დაინტერესების საგანიც გახდა.

 

ბუქარესტის რაიონები

ქალაქის გულია – ლიპსკანის ისტორიული რაიონი ამავე სახელწოდების საფეხმავლო ქუჩით.
ადრე ეს იყო სავაჭრო-სახელოსნო კვარტალი, დღეს კი ყველაზე პრესტიჟული და ტურისტებისთვის დასვენების საყვარელი ზონაა. აქ მდებარეობს უძველესი ადგილი – კურტია-ვეკე, სადაც ოდესღაც აღმართული იყო ლეგენდარული თავადის ვლად ცეპეშას რეზიდენცია. ამ სასახლეზე დღეს მხოლოდ რამდენიმე აგური ახსენებს, სამაგიეროდ იქვე მდგარი ტაძარი ბუქარესტის ყველაზე ძველი ნაგებობაა. ახლოსაა რუმინეთის ისტორიის ნაციონალური მუზეუმი, სამხრეთ-დასავლეთით კი სახელგანთქმული პარლამენტი.

ისევე როგორც რომი, ბუქარესტიც 7 ბორცვზეა გაშენებული.

ჩრდილოეთ რაიონებში ტბების ნაპირებთან ლამაზი პარკებია გაშენებული, ყველაზე ცნობილია ტეი, ფლორიასკა და ჰერასტრაუ. ქალაქის ეს ნაწილი გამოირჩევა მწვანე ბულვარებით, დიდებული შენობებით და ვილებით.
საინტერესოა პრიმევერიის რაიონი. სოციალიზმის დროს ის დახურული იყო – აქ მხოლოდ სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. აქაური მთავარი ღირსშესანიშნაობაა გაზაფხულის სასახლე, ყოფილი მმართველის ნიკოლაე ჩაუშესკუს რეზიდენცია.

 

ტრანსპორტი

საქალაქო ტრანსპორტი წარმოდგენილია თანამედროვე ავტობუსებით, ტროლეიბუსებით, ტრამვაითა და მეტროთი (3 ხაზი, სამუშაო საათები: 5:00-23:30). მაგნიტური ბარათები შესასვლელში, ჯიხურებში იყიდება: 2 მგზავრობა – 4 ლეი, 10 – 15 ლეი, ერთდღიანი ულიმიტო – 6 ლეი.

მიწისზედა ტრანსპორტით მგზავრობა 1,30 ლეი ღირს. ერთდღიანი – 8 ლეი, ერთკვირიანი – 1,7 ლეი. ბილეთებს ან სამგზავროს ნებისმიერ ჯიხურში შეიძენთ, რომელსაც RATB ლოგო აქვს.

უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა – 50 ლეი.

ტაქსი, როგორც წესი, მრიცხველებითაა აღჭურვილი. თუ არ არის, ჯობს ფასზე წინასწარ შეუთანხმდეთ. ტარიფი შესაძლოა მერყეობდეს 1,4-დან 3,5 ლეიმდე 1 კმ-ზე.

 

RON   10 რუმინული ლეი 6.4260

 

ბუქარესტის სამზარეულო და რესტორნები

რუმინული სამზარეულოსთვის დამახასიათებელია უბრალო და ნოყიერი საკვები. „მამალიგა“ (ღომისა და ჭადის მაგვარია) სავიზიტო ბარათია. ეს შესქელებული ფაფა ხორცთან გარნირად მიაქვთ. პოპულარული კერძებია – წვნიანი „ჩორბა“, შემწვარი ძეხვი „მიჩი“ (წაიქაბაბებს), დესერტი „პაპანაში“. ამ ყველაფრის დაგემოვნება შეიძლება საფირმო რესტორნების ქსელში La Mama.

რესტორანი Cara cu Bere ძველი ბუქარესტის საფეხმავლო ზონაშია. ის 150-წლიანი ისტორიითა და აუთენტური ინტერიერით იწონებს თავს. სტუმრებს აქ ნაციონალურ კერძებს, იქვე მოხარშულ ლუდს და ეროვნულ მუსიკას თავაზობენ.

ადგილობრივების გარდა, იტალიური სამზარეულოს უამრავი დაწესებულება მუშაობს. ასევე წარმოდგენილია ფრანგული, უნგრული, ბერძნული, ესპანური, მექსიკური, თურქული და ჩინური სამზარეულო. არც თუ ძვირ კაფეში სადილი 30 ლეი დაგიჯდებათ, ვახშამი ორ პერსონაზე ალკოჰოლით – 100 ლეიდან. წახემსება გზადაც შეიძლება – ქუჩაში ბევრ რამეს წააწყდებით (ყავა 8 ლეიდან). ბუნებრივია არის სწრაფი კვების ობიექტები – „მაკდონალდსი“, KFS, „საბვეი“ თუ ადგილობრივი “ლუკა”. ბიგ-მაკის, კარტოფილისა და კოკა-კოლას ნაკრები 20 ლეი ღირს.

აუცილებლად დააგემოვნეთ ბუქარესტული ბლითები. ის უამრავი შიგთავსით იყიდება საფირმო „კოვრიგის“ ადგილებზე.

 

 

გართობა და ღირსშესანიშნაობები

ბუქარესტი რუმინულიდან თარგმანში ნიშნავს „სიხარულის ქალაქი“. ცოდნისმოყვარე ტურისტისთვის ბუქარესტი ნამდვილი აღმოჩენაა.

 

ძველი ქალაქი

ქალაქის გაცნობა ყველაზე ძველი და მიმზიდველი ნაწილიდან უნდა დაიწყოთ. აქ არის გრანდიოზული პარლამენტი, ტრიუმფალური თაღი, ასევე დაათვალიერებთ რევოლუციის მოედანს.

პარლამენტის სასახლე თავისი მასშტაბებითაა ცნობილი. ეკლეტიკური სტილის ნაგებობა 6000 ოთახისგან შედგება და ფართობით მეორე ადგილზეა პენტაგონის შემდეგ. ის მთლიანად რუმინეთში წარმოებული მასალისგანაა აშენებული. ამ გიგანტური მშენებლობისკენ მისწრაფების გამო ქალაქის ისტორიული ნაწილის განადგურება გახდა საჭირო.
სამუშაო საათები: ორშაბათი-კვირა: 10:00-16:00.
ექსკურსია სხვადასხვა ენაზე ტარდება და 2 საათი გრძელდება. სტანდარტული ტურის ფასი 25 ლეია. სულ 6 პროგრამაა. ფოტო და ვიდეოგადაღება ფასიანია და 30 ლეის შეადგენს.

 

ტრიუმფალური თაღი 1920 წელს ააგეს, პირველ მსოფლიო ომში რუმინელი ჯარისკაცების მამაცობის პატივსაცემად. თაღს ქანდაკებები ამშვენებს. შეგიძლიათ კიბით მაღლა ახვიდეთ და ქალაქის პანორამით დატკბეთ.

რევოლუციის მოედანი ისტორიული მოვლენებითაა დატვირთული. აქ ბოლო წუთები გაატარა ნიკოლაე ჩაუშესკუმ. პირველ რიგში კი ეს ადგილი სავსეა ისტორიული ძეგლებით. აქ დგას სამეფო სასახლე, ამჟამად განთავსებულია ხელოვნების მუზეუმი. ოდნავ სამხრეთით ნახავთ წითელი აგურით ნაშენებ კრეცულესკუს ორთოდოქსულ ეკლესიას, სადაც კარგად შემონახულია ფრესკები.

მოედანზეა მდიდრული სასტუმრო „ატენეი“. იგი 1914 წელს ფრანგმა არქიტექტორმა ბრადომ ააშენა. მეორე მსოფლიო ომის დროს აქ გერმანიის არმიის შტაბი იყო განთავსებული, შემდეგ კი საბჭოთა საელჩო. სასტუმრო ძლიერ დაზიანდა, მაგრამ 1945 წელს სრულად აღადგინეს, მათ შორის ფასადები და სამეჯლისო დარბაზი, ისევ გამოჩნდა გუმბათი, ვიტრაჟები, მარმარილოს კოლონადები. დღეს „ატენეი“ რუმინეთის საქმიანი და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრია.

 

საკონცერტო დარბაზი „ატენეუმი“ მართლაც გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. ეს უბრალოდ საკონცერტო მოედანი არ არის, ხელოვნების ნამდვილი ტაძარია, რუმინელი ხალხის სულიერი ტრადიციის სიმბოლო.
სიმფონიურ კონცერტზე დასასწრები ბილეთი 55-70 ლეი ღირს, კამერული მუსიკის კონცერტზე კი 25-45 ლეი.

 

 

ბუქარესტის ბაღები და პარკები

ბუქარესტის სამშვენისია მისი ბაღები და პარკები. „ჰერასტრაუს“ ამავე სახელწოდების ტბა აკრავს. პარლამენტის სასახლის სიახლოვეს ძველი ისტორიის მქონე ქალაქის პარკი მდებარეობს – ჩიშმიჯიუს ბაღი (პარკთან ყველაზე ახლომდებარე მეტროსადგურია Izvor, ასევე უამრავი ავტობუსი დადის). ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩატანილი 30 ათას ეკზემპლარზე მეტი მცენარის კოლექციითაა წარმოდგენილი.

კეროლ პარკი (ასე რუმინეთის პირველი მეფის პატივსაცემად ქვია), ფრანგული ბაღის სახითაა გაფორმებული. აქ მდებარეობს უცნობი ჯარისკაცის საფლავი, ასევე კომუნისტური გმირების მავზოლეუმი.

ბუქარესტის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. აქ ხარობს ტროპიკული ორქიდეები და იშვიათი კარპატული ენდემური ჯიშები.
სამუშაო საათები დილის 8-დან საღამოს 8-მდეა, ზამთარში 17:00 სთ-მდე. ფასი: 5 ლეი.

ბუქარესტი ზოგადად ძალიან მწვანე ქალაქია და ბევრია „თვალისგან დაფარული“ პატარა პარკები. ეძებეთ ისეთი სახელწოდებებია, როგორებიცაა Ceai la Metoc, Infinitea, Eden Garden, Verona, Ceainaria La un Ceai.

 

 

მუზეუმები

ბუქარესტში საკმაოდაა მუზეუმები. უნდა ნახოთ რუმინეთის გლეხობის მუზეუმი, რომელიც 1906 წელს გაიხსნა. მხოლოდ კერამიკის კოლექცია 18 ათას ნივთს ითვლის, კოსტუმების უმრავლესობა მე-19 საუკუნეს მიეკუთვნება. აქვე ნახავთ ხის გლეხურ სახლს.
შესვლას 8 ლეი უნდა, დროებითი გამოფენებისთვის ცალკე ბილეთია საჭირო, აუდიოგიდი 12 ლეი ღირს.
Muzeul Taranului Roman-ის გაჩერებამდე მიგიყვანთ ავტობუსი: № 205, 300, 381, 783; მეტროს სადგურ Piata Victoria-მდე უნდა გაყვეთ.

ხელოვნების მუზეუმი აერთიანებს როგორც რუმინელი, ასევე ევროპელი მხატვრების ნაწარმოებებს. აქ იხილავთ ელ გრეკოს, მონეს და რემბრანდტის ნაკლებად ცნობილ ნამუშევრებს, ასევე შეხვდებით რენუარს, სეზანს და რუბენს.
ორშაბათი და სამშაბათი დასვენების დღეებია. ევროპულ გალერეასა და ნაციონალურ გალერეაში შესვლა 8 ლეია, კომბინირებული ბილეთი კი 10-20 ლეი ღირს. ფოტო-ვიდეოგადაღება 50-100 ლეი დაგიჯდებათ.

საინტერესოა ისტორიის მუზეუმი ფოსტის სასახლის შენობაში (1889 წ);
ფასი: 10 ლეი, 17:00 საათამდე მუშაობს, ორშაბათი-სამშაბათი დასვენების დღეებია.

სოფლის მუზეუმი (17 ჰა, ერთ-ერთი პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ);
ფასი: 10 ლეი, აუდიოგიდი – 50 ლეი. მუშაობს 17:00 საათამდე.

 

გეოლოგიური მუზეუმი;

ტექნიკის მუზეუმი;

ბუნების ისტორიის მუზეუმი;

ებრაელი ხალხის ისტორიის მუზეუმი;

თანამედროვე ხელოვნების ნაციონალური მუზეუმი (10 ლეი).

 

 

ბარემ ესენიც ნახეთ

კანტაკუზინოს სასახლე

ცენტრალური ბუქარესტის ერთ-ერთ ძველ ქუჩაზე, მოვლილი პარკის გარემოცვაში მდებარეობს კანტაკუზინოს სასახლე, რომელიც 1903 წელს ააგეს. სასახლე ფრანგული აკადემიზმისა და როკოკოს ელემენტებს აერთიანებს.
სამუშაო საათები: 10:00-17:00, ორშაბათი დასვენებაა.
ფასი: 6 ლეი. ყოველი თვის 26 რიცხვში ნებისმიერი კატეგორიის მნახველისთვის შესვლა უფასოა.
სასახლის საკონცერტო დარბაზში, კონცერტზე ცალკე ბილეთებია საჭირო – 3-10 ლეი.

 

კოტროჩენის სასახლე

ბუქარესტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კოტროჩენის ბორცვის წვერზე მდებარეობს მე-19 საუკუნის არქიტექტურის კაშკაშა ნიმუში. აქ ყოველწლიურად ათასობით ტურისტი მიდის, რათა პრინც ფერდინანდისა და პრინცესა მარიას (მოგვიანებით მეფე და დედოფალი გახდნენ) მდიდრული რეზიდენცია იხილონ.

სამუშაო დრო 17:30 სთ-ზე სრულდება, მაგრამ მუზეუმში შესვლა 16:30 სთ-ზე წყდება. დასვენების დღე ორშაბათია.
ტაძარში შესვლა უფასოა.
კოტროჩენის მუზეუმში შესვლა მხოლოდ ჯგუფურად შეიძლება. ფასი: 15 ლეი. ფოტო-ვიდეო – 60-160 ლეი.

 

 

აი რა უნდა გააკეთოთ ბუქარესტში

 

ტრამვაით გასეირნება

ტრამვაის ნომერ პირველ მარშრუტს თავისუფლად შეიძლება უწოდო საექსკურსიო, რადგან ის დედაქალაქის ყველაზე თვალწარმტაც ადგილებს გაივლის.

 

გაერთეთ Player Club-ში

რუმინეთის დედაქალაქის ყველაზე მოდური კლუბი – Player Club, სადაც საღამოები დიდ აუზთან იმართება და სხვათა შორის 24/7 რეჟიმში. ზაფხულში კლუბი უწყვეტად გუგუნებს.

 

საყიდლებზე Mega Image-ში

ეს კონცეპტ-მაღაზია სპეციალიზდება ყველაფერ რუმინულზე და საზღვარგარეთიდან შემოტანილ დელიკატესებზე. აქ შევლით ერთბაშად ორ კურდღელს მოკლავთ – უშუალოდ რუმინულ პროდუქტს შეიძენთ თუ ადგილობრივი ყველისა და ხორცის კერძების დაგემოვნება მოგინდათ. ამასთან, თქვენს გურმანობას სხვა მხრივაც დაიკმაყოფილებთ.

 

 

ბუქარესტის გარეუბანი

არანაკლებ თვალწარმტაცია ბუქარესტის გარეუბანი. აქ იპოვით ბევრ საინტერესო მონასტერს და სასახლეს და გრაფ დრაკულას საფლავს. დედაქალაქიდან არც თუ შორს მდებარეობს ბისერიკა-დომნიასკე (საღვთო ტაძარი) და კურტია-დე-არჯეშის მონასტერი.

სნაგოვის მონასტერი პატარა კუნძულის შუაგულშია – ეს ადგილი მომლოცველებისთვისაა, რადგან აქ არის დაკრძალული თავმოკვეთილი ვლად III ცეპეშის სხეული. აქ მოგიყვებიან იდუმალებით მოცულ უამრავ ისტორიას. სხვათა შორის, ის არა მარტო სახელგანთქმული ვამპირის საფლავითაა ცნობილი, არამედ სამხრეთ რუმინეთში შუასაუკუნეების ნახატების ყველაზე დიდი კოლექციით.  სამრეკლომ უნიკალური ფრესკები შემოინახა.

 

ბრანის ციხესიმაგრე

ბრანის ანუ გრაფ დრაკულას ციხესიმაგრე რუმინეთის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია და შუასაუკუნეების არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს. ის XIV საუკუნეში ააგეს  კლდის მწვერვალზე, სადაც ტევტონი რაინდების ხის ციხესიმაგრე იყო. ბრანი ვლად ცეპეშას (გრაფ დრაკულას პროტოტიპი) თავშესაფარი იყო, აქ ჩერდებოდა სანადიროდ. მუზეუმში ტურისტებს მისი საწოლის ნახვის საშუალება აქვთ.
ბუქარესტიდან ბრაშოვამდე (166 კმ) მატარებლით მისვლა შეიძლება, შემდეგ კი ავტობუსზე გადაჯდებით და სადგურ Castelul Bran-ზე ჩამოხვალთ.
სასახლეში შესვლა ფასიანია.

 

მოგოშოაიას სასახლე

მოგოშოაია ბუქარესტიდან 10 კმ-შია და იდეალურია, ვისაც დედაქალაქიდან ერთი დღით გაცლა სურს. ყველა შენობა XVIII საუკუნის დასაწყისშია აშენებული, მაშინ გააშენეს პარკიც.

რჩევები /

|

17 აპრილი, 2018

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => rchevebi-mogzaurebs
                                    [1] => buqaresti
                                    [2] => fortunagidi
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 232796
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => rchevebi-mogzaurebs
                                    [1] => buqaresti
                                    [2] => fortunagidi
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 232796
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 8073
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => rchevebi-mogzaurebs
                                    [1] => buqaresti
                                    [2] => fortunagidi
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => rchevebi-mogzaurebs
                                    [1] => buqaresti
                                    [2] => fortunagidi
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (232796) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (9524,8073,20120)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 234680
                    [post_author] => 5
                    [post_date] => 2018-04-24 10:32:43
                    [post_date_gmt] => 2018-04-24 06:32:43
                    [post_content] => იდუმალი და დიდებული, ხმაურიანი და ზღაპრული: სტამბოლი - ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ტრადიციულ აღმოსავლეთსა და თანამედროვე დასავლეთს შორის. მდიდარი ისტორიის განმავლობაში მან რამდენიმე სახელი გამოიცვალა და ოთხი იმპერიის დედაქალაქი იყო.

თურქეთის ყოფილი დედაქალაქი, მისი მთავარი კულტურული, სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი გეოგრაფიულადაც ორ ნახევრად არის დაყოფილი. ის მდებარეობს ბოსფორის სრუტის ორ ნაპირზე, ესე იგი ერთბაშად ორ კონტინენტზე. ევროპული ნაწილი პირობითად დაყოფილია ზღვის უბეთი - ოქროს რქა: ძველმა ქალაქმა სახელგანთქმული ღირსშესანიშნაობებით დიდწილად შეინარჩუნა შუასაუკუნეების იერი, ხოლო ახალში თავმოყრილია საქმიანი და სავაჭრო ცხოვრება. აზიური ნაწილი ტურისტებში ნაკლებად არის პოპულარული, თუმცა სწორედ აქ შეიძლება ადგილობრივების ტრადიციებისა და ყოფის შესწავლა.

 

სტამბოლის რაიონები

დიდი სტამბოლის საქალაქო აგლომერაცია 39 ადმინისტრაციულ ოლქს მოიცავს, თითოეული მათგანი რამდენიმე კვარტლად იყოფა. ფათიჰი - ცენტრალური ნაწილის მთავარი რაიონია, ერთ-ერთი ყველაზე ორთოდოქსალური და კონსერვატიული. პოპულარულია კვარტალი სულთანაჰმეთი, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ასევე სოფიას ტაძარი, ცისფერი მეჩეთი, ძველი იპოდრომი და ათეულობით სხვა ისტორიული ძეგლი. კვარტალი ემინენიუ ერთ-ერთი უძველესია, ცნობილია მუზეუმებით, მეჩეთებით და კოლორიტული ბაზრებით, მათ შორისაა ლეგენდარული სანელებლების ბაზარი. ბეიოღლუ - ეს ახალი ქალაქია, თანამედროვე სტამბოლის კულტურული, კომერციული და გასართობი ცენტრი. აქ მდებარეობს ქარაქეის, გალათასარაისა და ტაქსიმის კვარტლები - საუკეთესო მაღაზიების, სამხატვრო გალერეების, ანტიკვარული დახლებისა და ყავახანების თავშეყრის ადგილი გახლავთ. ეს მრავალნაციონალური რაიონია. მისი ცენტრია ტაქსიმის მოედანი, ბევრი ავტობუსისა და მეტროს ერთ-ერთი ხაზის  ბოლო გაჩერება. მოედნის მთავარი ღირსშესანიშნაობაა დამოუკიდებლობის მონუმენტი და ათათურქის სახელობის კულტურის ცენტრი. გალათასარაი - ძველი კვარტალია, ჯერ კიდევ ბიზანტიის ეპოქაშია დაარსებული. აქ ბევრი ძველი ნაგებობაა შემონახული, მათ შორის ყველაზე ცნობილია გალათას კოშკი. ქარაქეის კვარტლის სიამაყეა თევზის რესტორნები ახალი ზღვის პროდუქტებით. იქვე თევზის ბაზარიც. სტამბოლის კიდევ ერთი ცნობილი რაიონია პრესტიჟული ბეშიქთაში, რომელიც ბოსფორის ევროპულ სანაპიროზეა. აქ მდებარეობს ორტაკეის ნავმისადგომი, სინანას მეჩეთი, ილდიზისა (10 ლირა) და დოლმაბაჰჩეს სასახლეები, ბარბაროსის მოედანი. ბეშიქთაშშია ბევრი სასტუმრო, უმრავლესობა საკმაოდ ძვირადღირებული. ქადიქეი - აზიური ნაწილის ერთ-ერთი მთავარი რაიონი, გართობისა და შოპინგისთვის იდეალური ადგილია. მდიდრული სავაჭრო ცენტრები, კლუბები და რესტორნები შეძლებული ხალხისთვის ნამდვილი მექაა.   [gallery royalslider="1" link="file" size="large" ids="235044,235038,235039,235040,235041,235042,235043,235045,235046,235047,235048,235049,235050,235051,235052"]  

სტამბოლის ტრანსპორტი

ავტობუსები ყველაზე გავრცელებული, მაგრამ მოუხერხებელიც. ჩვეულებრივ მუდმივად სავსეა, პიკის საათებში კი ხალხი ლამის გარეთ კიდია. რომ გაიგოთ სად და როგორ მიდის ავტობუსი, ქალაქი კარგად უნდა იცოდეთ. ავტობუსი ორი სახისაა: მუნიციპალური - წითელი და იშვიათად მწვანე ფერის, და კერძო - ცისფერი და იშვიათად ფორთოხლისფერი, ესენი უფრო ახლები და კომფორტულია. ფასი ერთი და იგივეა - დაახლოებით 1,5 ლირა, მაგრამ განსხვავებულად უნდა გადაიხადოთ. მუნიციპალური ავტობუსის ბილეთი იყიდება ბოლო გაჩერებების ჯიხურებში წარწერით Otobus bilet ან Bilet giseci. თუ ჯიხური ახლო-მახლო არ არის, ქუჩის მოვაჭრეებთან შეგიძლიათ შეიძინოთ, ოღონდ 30%-ით ძვირად. კერძოებში ბილეთი არ არის, კონდუქტორს უხდით. ავტობუსს ხელით უნდა დაუქნიოთ.   დოლმუში სამარშრუტო ტაქსი (dolmus) ავტობუსზე მოსახერხებელია. ისინიც ორი სახისაა: ყვითლები მოკლე მანძილზე მუშაობენ, ჩალისფერით კი ძველი ქალაქის ისეთ რაიონებში მიხვალთ, სადაც ტრამვაი არ დადის. გადახდა მანძილის მიხედვითაა. ფასის დაზუსტება მძღოლთანაც შეიძლება, ისე დაახლოებით 2-დან 2.5 ლირამდეა. დადიან 6:00-დან 23:00 სთ-მდე.   მეტრო სტამბოლში 5 მიწისქვეშა ხაზია. წითელი შტო M1 („მსუბუქი მეტრო“ ან Hafif Metro) ათათურქის აეროპორტს ფათიჰის ოლქს აკავშირებს; მწვანე M2 გადის ბეიოღლუსა და სარიერის რაიონებს შორის. ცისფერი განშტოება M3 კირაზლიდან ბაშაქშეჰირამდეა; ვარდისფერი M4 აზიურ ნაწილშია და ქადიქეისა და ქართალს აკავშირებს. ყავისფერი შტო M6 2015 წელს გაიხსნა და ლევენტსა და რუმელი ხუსარუსტუს აერთებს. მგზავრობის ღირებულება 4 ლირაა, მეტრო 6:00-დან 24:00 საათამდე მუშაობს.   ფუნიკულიორი სტამბოლში მოქმედებს უძველესი ფუნიკულიორი ტუნელი (Tunel) - ჯუჯა მეტრო, რომელიც 1875 წელს გაიხსნა. აქ მხოლოდ ორი ვაგონია (გზას 3 წუთი სჭირდება), აკავშირებს სადგურებს „ბეიოღლუს“ და „ქარაქეის“. კიდევ ერთი მიწისქვეშა ფუნიკულიორი საშუალებას იძლევა 5 წუთში ქაბათაშის ნავმისადგომიდან ტაქსიმის მოედნამდე მიხვიდეთ. ფასი 4 ლირაა.   ტრამვაი ტრამვაის ხაზი T1 14 კმ-ია და ქაბათაშს და ბაღჯილარს აერთებს. ტრამვაი „ოქროს რქას“ კვეთს და 24 გაჩერებას აკეთებს. მგზავრობის საერთო ხანგრძლივობა 42 წუთია. ეს ტრანსპორტი კარგია ძირითადი ღირსშესანიშნაობებს შორის გადაადგილებისთვის. განსაკუთრებული სიამოვნებაა ე.წ. „ნოსტალგიურ ტრამვაით“ მგზავრობა. ძველი ვაგონები ევროპულ ნაწილშიც დადიან (ტუნელი-ტაქსიმი) და აზიურშიც - (ავტოსადგური ქადიქეი და მოდას რაიონი).   წყლის ტრანსპორტი ევროპულ და აზიურ ნაწილებს შორის რეგულარულად დადის ტრადიციული ბორანი (vapur), სწრაფმავალი „წყლის ავტობუსები“ (deniz otobusu) და პატარა კერძო ბორანები. გზას 20 წუთზე მეტი სჭირდება, ფასი 4 ლირაა. ბონუსი - ბოსფორზე შესანიშნავი ხედი.   ტაქსი ყველაზე მოხერხებული, ღამით კი ერთადერთი ტრანსპორტი. საშუალო ფასი 3 ლირაა ჩასხდომაზე და 2 ლირამდე თითო კმ-ზე. მრიცხველი ყველას უყენია და მგზავრმა სჯობს ყურადღება მიაქციოს ჩაჯდომისას ჩართული რომ იყოს. თუ გეტყვიან, რომ მრიცხველი გაფუჭებულია, ჩასვლა დააპირეთ და ხელსაწყო უცებ „გაკეთდება“. ღამის ტარიფი 50%-ით ძვირდება და 0:00-დან 6:00 სთ-მდე მოქმედებს. ორივე მგზავრობა მრიცხველზეა აღნიშნული და აქაც სჯობს მიაქციოთ ყურადღება, ღამის ტარიფი „შემთხვევით“ დღისით არ იყოს ჩართული. ბოსფორის ხიდზე გადასვლა ფასიანია - იხდის მგზავრი და არა მძღოლი.  

სტამბოლის სანაპიროები

სტამბოლის სტუმრებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ დაისვენონ ორი ზღვის სანაპიროზე: შავი და მარმარილოს. ამ უკანასკნელის ყველაზე ცნობილი პლაჟები აზიურ ნაწილშია. მათი ძირითადი უპირატესობაა - უფასო შესვლა, განვითარებული ინფრასტრუქტურა (საშხაპე, ტუალეტი, გასახდელი, ქოლგები, შეზლონგები) და წყლის კომფორტული ტემპერატურა. ჯადებოსტანი - მარმარილოს ზღვაზე ყველაზე ცნობილი პლაჟების რაიონია. ევროპულ ნაწილში პოპულარულია „ფლორია“ ქვიშის სანაპიროთი. პლაჟი ფასიანია, მაგრამ მთელი რიგი გასართობებია: სპორტული ინვენტარის ქირაობით დაწყებული ბარებსა და დისკოთეკებზე ცეცხლოვანი ცეკვებით დამთავრებული. შავ ზღვაზე შედარებით ცნობილია კილიოსის სანაპირო მრავალი კერძო პლაჟით, ასევე შილეს საკურორტო ზონა. ნამდვილ კურორტზე თავს იგრძნობთ პრინცის კუნძულებზე შესანიშნავი პეიზაჟებით. ზღვა გამჭირვალეა, სუფთა და თბილი, სანაპიროს გასწვრივ ტრანსპორტი აკრძალულია (ველოსიპედებისა და ცხენის გარდა).  

შოპინგი

სტამბოლს ევროპული შოპინგის არაოფიციალურ დედაქალაქსაც უწოდებენ. სახელგანთქმული „სავაჭრო ცენტრი“ - ლალელის რაიონი, მრავალფეროვანი საქონლის მაღაზიებისგან შედგება, ძირითადად ტექსტილი და ტყავია. ფასები ზომიერია. „გრანდ ბაზარი“ - ერთგვარი „ქალაქია ქალაქში“. ის 50 ქუჩაზეა გადაჭიმული და 4400 მაღაზიას, 40 სავაჭრო ეზოს, სახელოსნოს და ყავახანს მოიცავს. ეს საუკეთესო ადგილია სუვენირების, ძველი ნივთებისა და ოქროს საყიდლად. ეგვიპტური ბაზარი სპეციალიზდება სანელებლებზე, ყავაზე, ტკბილეულსა და ყვავილებზე, ხოლო წიგნის ბაზრობა „სახაფლარ ჩარშისი“ - ძველი და ანტიკვარული წიგნების პატარა ბაზრობაა, სადაც ყველანაირ გამოცემას წააწყდებით. დიდ საყიდლებზე Kapali Carci-ზე შეიძლება წასვლა, მაგრამ აქ ფასები მაღალია. თუმცა თავად შენობას და ატმოსფეროს ოსმალების დროში გადაყავხართ. გარდა ტრადიციული ბაზარ-ბაზრობებისა, სტამბოლში ბევრია თანამედროვე სავაჭრო ცენტრები, სადაც ფართოდაა წარმოდგენილი მსოფლიო ბრენდები, თანაც აქ მათი ფასი უფრო დაბალია, ვიდრე სხვა მეგაპოლისებში. პირველი კლასის შოპინგის მოყვარულები უნდა ეწვიონ „ატრიუმს“. ყურადღებას იმსახურებს საზღვაო სტილში გაფორმებული Tepe Nautilus ქადიქეიში - პირველი თემატური მოლია თურქეთში; აუთლეტი Deposite Outlet Center მომხმარებელს ფასდაკლებებით ახარებს; 6-სართულიან Profilo-ში ბევრი გასართობია: კინოდარბაზები, თეატრი, სპორტული და გასართობი ცენტრები. სტამბოლიდან ყველაზე პოპულარული სუვენირებია - რაქათ-ლუქუმი, თურქული ჩაი, ხალიჩები, ანტიკვარიატი, საიუველირო მორთულობა და ტყავის ნაკეთობები.  

სტამბოლის კაფე-რესტორნები

ცენტრში საუკეთესო რესტორნები დიდ სასტუმროებში მდებარეობს. ბევრი მათგანი თურქულ და ხმელთაშუაზღვის სამზარეულოზე სპეციალიზდება. ფასები არ იკბინება, მომსახურება კი უმაღლესია. სულთანაჰმეთში საკვები ძვირია, მაგრამ ისეთი მრავალფეროვნებაა, რომ ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე ტურისტი იპოვის რამეს. მაგალითად, Divanyolu-ის ქუჩაზე უამრავი დაწესებულებაა, სადაც ამზადებენ თურქულ კოტლეტს „კეფთეს“ ან ქაბაბს (შამფურზე). საფეხმავლო Akbiyik-ზე ადგილობრივი, ევროპული, მაროკოული და სხვა ნაციონალური სამზარეულოს რესტორნებია. ზოგიერთ მათგანში მასტერ-კლასებსაც კი ატარებენ. ბევრი ღირსეული კაფე და რესტორანია ბეიოღლუს რაიონშიც. Nevizade Sokak-ზე კი თურქული ტავერნების მთელი მწკრივია. არც თუ ძვირ დაწესებულებაში სადილი 20 ლირამდე დაგიჯდებათ, საუზმე ორ კაცზე კარგ რესტორანში - დაახლოებით 60 ლირა. ფასტფუდით წახემსება 15 ლირა. თუ ადგილობრივი ქუჩის საკვების დაგემოვნება გინდათ, გაემართეთ ემინენიუს სანაპიროზე და გალათს ხიდის მიმდებარედ. ახალი მიდიები, ხამანწკები და სახელგანთქმული თევზის სენდვიჩები "ბალიკ ექმექი" 4-5 ლირადაა.   https://www.youtube.com/watch?time_continue=97&v=x0qVpFIlfuE  

გართობა და ღირსშესანიშნაობა

სტამბოლში ჩასული ყველა ტურისტი სახელგანთქმულ მოედანზე ხვდება, სადაც ისტორიისა და რელიგიის ორი ლეგენდარული ძეგლია. საუბარია ცისფერ მეჩეთსა და წმინდა სოფიას ტაძარზე (აია-სოფია). ტაძარი ორშაბათობით დაკეტილია მნახველებისთვის, შესასვლელი ფასი 4 ევრომდეა. წმინდა სოფიას ტაძარი ათასწლეულების განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს სიწმინდედ რჩებოდა, მაგრამ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, 1453 წელს მეჩეთად გადააკეთეს. 1934 წელს ათათურქმა მოუწოდა ეს უნიკალური ტაძარი მუზეუმად შეენარჩუნებინათ, ამიტომ ამ ადგილის მონახულება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ცისფერი მეჩეთი (იგივე სულთან აჰმეთის მეჩეთი) აია-სოფიას მოპირისპირე მხარესაა და უმნიშვნელოვანეს მოქმედ მეჩეთად მიიჩნევა. მარტო გარედან დათვალიერება საკმარისი არ არის: უზარმაზარი დარბაზის კედლები ცის ფერია და მზის შუქით ივსება, რომელიც 260 განსაკუთრებულად მოწყობილი ფანჯრიდან შემოდის. უნდა ნახოთ ტოპკაპის სასახლე, რომელიც რამდენიმე შენობისგან შედგება (ოთხი ეზო აქვს). დიდი ხნის განმავლობაში ის იმპერიის ადმინისტრაციული ცენტრი და მმართველების მთავარი რეზიდენცია იყო. აქ საინტერესოა წმინდა ირინეს ტაძარი (ერთადერთი ბიზანტიური ტაძარი, რომელიც ძველი დროიდან შემორჩა), ასევე სულთანების მოსასვენებელი და ჰარამხანა. ტოპკაპში შესვლას 40 ლირა უნდა, ჰარამხანაში - 25 ლირა. შთაბეჭიდილებას ახდენს დოლმაბაჰჩეს სასახლე, რომელიც თურქეთისთვის არადამახასიათებელ ბაროკოს სტილშია აგებული. სულთან აბდულ-მეჯიდი, რომლის ბრძანებით ააგეს დოლმაბაჰჩე, ოცნებობდა მეტოქეობა გაეწია ევროპელი მმართველებისთვის და გამოუვიდა კიდეც. დოლმაბაჰჩე დღიურად 3 ათასზე მეტ მნახველს არ იღებს და ამიტომ ადრე მისვლა სჯობს, განსაკუთრებით გაგანია სეზონზე. ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოა მე-14 საუკუნის გალათას კოშკი, რომელიც სტამბოლის ნებისმიერი რაიონიდან მოჩანს. ის ბორცვზეა აგებული და 61 მ სიმაღლისაა. აქედან არაჩვეულებრივი ხედი იშლება „ოქროს რქაზე“ და ბოსფორზე. შესვლის ღირებულება 25 ლირაა. მეორეა პოპულარობით ქალწულის კოშკი, რომელიც უქსიუდარეში მდებარეობს და უამრავი ლეგენდითაა მოცული (15 ლირა).   სტამბოლში ყოფნისას შეუძლებელია რამდენიმე მუზეუმი მაინც არ მოინახულოთ. ერთ-ერთია უმანკოების მუზეუმი, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატმა, მწერალმა ორჰან ფამუქმა დაარსა. საინტერესოა თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი (ფასი: 10 ლირა), თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (25 ლირა), არქეოლოგიური მუზეუმი, მოტრიალე დარვიშების მუზეუმი (10 ლირა), სამხედრო მუზეუმი, მოზაიკის მუზეუმი, ტრანსპორტის ისტორიისადმი მიძღვნილი რაჰმინ კოჩას მუზეუმი (13 ლირა) და სხვა მრავალი საინტერესო ექსპოზიცია.  

სხვა ღირსშესანიშნაობები

ბოსფორი ევროპისა და აზიის გამყოფ სრუტეს სახელი ძველბერძნული მითის მიხედვით ეწოდა. ზევსმა ერთ-ერთი თავისი მორიგი სატრფო იო თეთრ ძროხად აქცია, რათა ის კანონიერი მეუღლის ჰერას რისხვისგან ეხსნა. მაგრამ არ გამოუვიდა და იო საბერძნეთიდან გაიქცა სრუტით, რომელსაც მას შემდეგ ეწოდება „ძროხის ფონი“ - ბოსფორი. სრუტის სიგრძე 30 კმ-ია.   ჰაიდარფაშას სადგური ეს ისტორიული ნაგებობა ერთ-ერთი ლამაზია სტამბოლში. ის 1909 წელს ააგეს როგორც დასავლეთის ტერმინალი ბაღდადიდან მომავალი ხაზებისთვის და ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო გხდა.   რუმელიხისარის ციხესიმაგრე ევროპული ნაწილის ხმაურიან ცენტრში სიმშვიდის კუნძული. ეს ციხესიმაგრე ბოსფორის თვალწარმტაც სანაპიროზეა აგებული (ფასი: 5 ლირა).   ცისტერნა ბაზილიკა კონსტანტინოპოლის მშვენივრად შემონახული მიწისქვეშა წყალსაცავი (ფასი: 20 ლირა).   ბეილერბეის სასახლე ბეილერბეი თურქულიდან ითარგმნება როგორც „მეფეთა მეფე“. სასახლე იმპერიის მმართველთა ზაფხულის რეზიდენციად ააშენეს (1860 წწ).   სულთან ეიუპის მეჩეთი ქალაქის მთავარი მუსულმანური სიწმინდე და ისლამურ სამყაროში მომლოცველობის გამორჩეული ადგილი. რელიგიური კომპლექსის ტერიტორიაზეა მუჰამედის თანამოღვაწის აბუ ეიუპ ელ-ანსარის მავზოლეუმი.   მინიატურების პარკი თურქეთის სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობა, ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობის ნახვა, თანაც ფოტოების გადაღება და ამისთვის ერთი დღეც კი არ არის საჭირო: ეს შეუძლებელია - ამას მხოლოდ ის იტყვის, ვინც სტამბოლის მინიატურების პარკში ნამყოფი არ არის (ფასი: 10 ლირა).   გიულჰანეს პარკი სტამბოლის ერთ-ერთი უძველესი პარკი, რომელიც ადრე სამეფო ბაღების ნაწილი იყო. დღეს გიულჰანე ყველა მსურველს მასპინძლობს.   ცათამბჯენი "საპფირი" თუ სიმაღლის არ გეშინიათ და სტამბოლის ნახვა ხელის გულივით გინდათ, "საპფირის" დასათვალიერებელი მოედანი იდეალური ვარიანტია. ის 236 მეტრ სიმაღლეზეა და ქალაქის პანორამას 360 გრადუსით ნახავთ. ბილეთის ფასი 18 ლირაა. [post_title] => სტამბოლი - რჩევები სტამბოლში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => stamboli-rchevebi-stambolshi-mogzaurobis-msurvelebs-fortunagidi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-04-24 11:04:44 [post_modified_gmt] => 2018-04-24 07:04:44 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=234680 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 234994 [post_author] => 23 [post_date] => 2018-04-23 17:36:56 [post_date_gmt] => 2018-04-23 13:36:56 [post_content] => მორიგი მოგზაურობის დაგეგმვისას, როცა პოპულარული ღირსშესანიშნაობების ფოტოებს ვათვალიერებთ, გვავიწყდება, რომ ულამაზესი ადგილები სინამდვილეში აბსოლუტურად განსხვავებულად გამოიყურება, საოცრად ძვირი ღირს და ყოველთვის ტურისტებითაა სავსე. გთავაზობთ ცნობილი ადგილების 11 ალტერნატიულ ვარიანტს, სადაც მნახველიც ნაკლებია და ფასიც ხელმისაწვდომი, სილამაზით კი, არაფრით ჩამორჩება პოპულარულ "ორიგინალს". ვერსალი (საფრანგეთი) - ჰერენკიმზე (გერმანია) რა თქმა უნდა, ყველა სასახლე განსაკუთრებულია, თუმცა მათ მაინც ბევრი აქვთ საერთო. მაგალითად, ჰერენკიმზე - ბავარიის მონარქის სააგარაკო რეზიდენცია, ზუსტად იმეორებს ვერსალის ინტერიერს, რადგან ლუდვიგ II-მ სასახლე საკუთარი კერპის, საფრანგეთის მეფის ლუდოვიკ XIV-ს პატივსაცემად ააგო. მართალია, "ორეული სასახლე" ნაკლები პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა, მით უფრო, რომ მისი ნახვა, სულ რაღაც 8 ევროდ შეიძლება, მაშინ, როცა ვერსალის დათვარიელება 18 ევრო ღირს. ამსტერდამი (ნიდერლანდები) - ჰამბურგი (გერმანია) ამსტერდამის სტუმრობა ყველა მოგზაურის ოცნებაა. მაგალითად, შარშან ქალაქმა, რომლის მოსახლეობა მსოლოდ 850 ათას შეადგენს, 17 მლნ. ტურისტს უმასპინძლა. თუ ჩრდილოევროპული არქიტექტურა, ორიგინალური სახლები და არხები გიზიდავთ, მაშინ ჰამბურგში გაემგზავრეთ, რომლის ძველი ქალაქი ძალიან ჰგავს ნიდერლანდების დედაქალაქს. სხვათაშორის, ჰამბურგს მეტად საინტერესო - ფუტურისტული სტილში აშენებული ფილარმონიაც ამშვენებს. კაპრი (იტალია) - ლიპარის კუნძულები (იტალია) სიძვირის მიუხედავად, კაპრის ცნობილ კუნძულ-კურორტზე ყოველთვის მრავლად არიან ტურისტები, იქვე ახლოს, ლიპარის კუნძულებზე კი, დასვენებაც შედარებით ხელმისაწვდომია და პლაჟებიც ბევრად სუფთა და მოწესრიგებული, დამატებით ბონუსად კი, მოქმედი ვულკანები შეგიძლიათ ჩათვალოთ, რადგან მთელი არქიპელაგი ვულკანური წარმოშობისაა. გეირანგერფიორდი (ნორვეგია) - კიონიგზეე (გერმანია) გეირანგერფიორდმა დიდი ხანია გაითქვა სახელი თავისი სილამაზით, თუმცა საკმაოდ ძვირადღირებულ ნორვეგიაში მოგზაურობა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა საშუალოდ 4 ევრო ღირს, ყველას არ გამოსდის. მშენიერი ალტერნატივაა გერმანული კიონიგზეეს ტბა, სადაც მშვიდად დასვენების პარალელურად მთიან ლანდშაფტშიც შეიძლება ეგზოტიკური ლაშქრობის მოწყობა. ჰაუკადალურის გეიზერები (ისლანდია) - როტორუას გეიზერები (ახალი ზელანდია) მართალია, გეიზერები ყოველთვის უძველეს და ძლევამოსილ ცივილიზაციებთან ასოცირდება, მაგრამ შეუძლებელია მისი სილამაზის სრულფასოვნად შეფასება ტურისტების ბრბოში. ისლანდიის მშვენიერი ალტერნატივაა გეიზერების ველი ახალ ზელანდიაში, რომელიც არც სილამაზით ჩამორჩება ევროპელ "ორიგინალს" არც ძლევამოსილებით. გარდა ამისა, ახალ ზელანდიაში მოქმედი ვულკანის ნახვა და თერმული წყლების აუზში გაჯანსაღებაც თავისუფლად შეიძლება. ხეოფსის პირამიდა (ეგვიპტე) - მეროე (სუდანი) ხეოფსის პირამიდის კომფორტულად დათვარიელება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან გაუსაძლის ეგვიპტურ სიცხეს და უამრავ ცნობისმოყვარეს, საკმაოდ ძვირი ბილეთის ფასიც ემატება. ბევრად მოხერხებულია მეროეში - სუდანის უძველეს ქალაქში მოგზაურობა, სადაც პირამიდებიც საკმარისია და უდაბნოს კოლორიტიც, ტურისტებსაც ნაკლებად შეხვდებით და ფასებიც მისაღებია. კოლიზეუმი (იტალია) - ელ-ჯემის ამფითეატრი (ტუნისი) თუ რომში მოგზაურობისას კოლიზეუმის ნახვა ვერ მოახერხეთ, გული არ გაიტეხოთ, რადგან გავლენისა და მასშტაბის გათვალისწინებით, რომის იმპერია მხოლოდ ერთ კონტინენტზე არ შემოიფარგლა მსგავსი ამფითეატრების აგებით. ანალოგიურ ნაგებობას წარმოადგენს ტუნისში, ელ-ჯემის ამფითეატრი, რომელიც კოლიზეუმთან შედარებით ბევრად უკეთ შემოინახა და ბილეთის ფასიც ბევრად იაფია. სხვათაშორის, სწორედ აქაა გადაღებული რიდლი სკოტის ცნობილი "გლადიატორი". პხუკეტი (ტაილანდი) - ფუკუოკი (ვიეტნამი) თუ ერთხელ მაინც გიმოგზაურითა ტაილანდში, აუცილებლად მოგინდებათ უკან დაბრუნება, თუმცა, რა საჭირო მხოლოდ ტაილანდით შეზღუდვა, როცა იქვეა ნაკლებად ტურისტული და შედარებით ბიუჯეტიანი ვიეტნამი, სადაც სასტუმროში დაბინავება სულ რაღაც 50 ევრო ღირს. გარდა ამისა, ვიეტნამელები ბევრად სტუმართმოყვარეები არიან, ვიდრე ტაილანდელები და სიამოვნებით გაჩვენებენ მსოფლიოში ყველაზე გრძელ საბაგირო გზას. ვენეციის არხები (იტალია) - კოლმარის არხები (საფრანგეთი) ბევრი ოცნებობს ვენეციის სტუმრობას და ადგილობრივი გონდოლათი სეირნობას, თუმცა ყველას ავიწყდება, რომ ჯერ საკმაოდ გრძელ რიგში მოუწევს დგომა, მერე კი, ქალაქის სილამაზესთან ერთად სპეციუფიური არასასიამოვნო სუნით "დატკბობა", საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კოლმარი კი, ბევრად სუფთა ქალაქია და საკუთარი "პატარა ვენეციაც" აქვს, სადაც ტურისტიც ნაკლებია და ფასიც შედარებით მისაღები.   [post_title] => პოპულარული ღირსშესანიშნაობების 9 ალტერნატიული ვარიანტი [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => popularuli-ghirsshesanishnaobebis-9-alternatiuli-varianti [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-04-23 17:38:57 [post_modified_gmt] => 2018-04-23 13:38:57 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=234994 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 232908 [post_author] => 23 [post_date] => 2018-04-18 11:14:59 [post_date_gmt] => 2018-04-18 07:14:59 [post_content] => მაისი საუკეთესო თვეა მოგზაურობისთვის, რადგან დღე მატულობს, ამინდი მშვენიერია, განწყობა კი, ფანტასტიკური, ნამდვილი საგაზაფხულო. სამოგზაუროდ გამგზავრება ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება, რადგან მაისის თვეში მსოფლიოს ყველა ქალაქი განსაკუთრებით ლამაზი და მომხიბლავია. დოდეკანესის კუნძულები, საბერძნეთი - ეგეოსის ლაჟვარდოვანი ზღვა და ანტიკური არქიტექტურა, მეზღვაურთა სოფლები და თეთრად შეღებილი პატარა სახლები -  დოდეკანესის 12 დიდი და მცირე ზომის კუნძული, საუკეთესო ილუსტრაციაა კლასიკური ტურისტული წარმოდგენისა კუნძულოვან საბერძნეთზე. ნამდვილი ბერძნული ცხოვრების გასაცნობად სტუმართმოყვარეობით განთქმულ, ვულკანოვან კუნძულ ნისიროსს ეწვიეთ, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით ხელოვანთა შორის სარგებლობს, კუნძულ სიმიზე მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში შეგიძლიათ ისადილოთ, პატმოსზე კი, ბიზანტიური არქიტექტურის ძეგლები დაათვარიელოთ. მალტა - ხმელთაშუა ზღვაში, სიცილიასა და ტუნისს შორის ჩაკარგული მალტა ევროპული და აფრიკული კულტურის საინტერესოა ნაზავია, სადაც მაისის თვეში განსაკუთრებით სასიამოვნო ამინდია, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ დღისით ბრინჯაოსფერ ქვიშაზე, მზეზე ნებივრობით იჯეროთ გული, საღამოს კი, უძველესი არქიტექტურული ძეგლები და მეთევზეთა სოფლები შეისწავლოთ. თუ დრო საკმარისი გაქვთ, ევროპის ყველაზე პატარა დედაქალაქში - ვალეტაში გაემგზავრეთ, სადაც ტრადიციული მალტური სამზარეულო, ხმელთაშუაზღვის კოლორიტითაა „შეკმაზული“. თელავივი, ისრაელი - პლაჟზე დასვენება და დატვირთული უქმეები ქალაქში - თელ-ავივს ორივეს შეთავაზება ერთნაირი წარმატებით შეუძლია. ვისაც კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა სურს, გეზი პირდაპირ იაფასკენ - უძველესი ისრაელის ყველაზე დასახლებული და მთავარი საპორტო ქალაქისკენ უნდა აიღოს. ტოსკანა, იტალია - თუ ჯერ არ ხართ შეყვარებული იტალიაში, მაშინ კიანტის ღვინით განთქმულ ტოსკანაში გაემგზავრეთ, სადაც იტალიური ენა დაიბადა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის უამრავი ძეგლი აიგო - შუასაუკუნეების უმდიდრესი ვილებით დაწყებული, იტალიური რივიერას უძველესი დასახლებებით დასრულებული. აუცილებლად გაემგზავრეთ ფლორენციაში, სადაც სეირნობა განსაკუთრებით სასიამოვნო სწორედ მაისის თვეშია. სტამბოლი, თურქეთი - მაისში მოგზაურობა ბოლო შანსია დაათვარიელოთ გრილი და ნაკლებად დახუთული სტამბოლი, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ევროპული და აზიური კულტურა. აუცილებლად შეისეირნეთ სურნელოვანი სანელებლებით და საინტერესო სუვენირებით მდიდარ უძველეს ბაზარში, რომელიც „მშვიდობიანად ემეზობლება“ თანამედროვე ხელოვნების გალერეებს, მუძინას გალობას კი, რომელიც მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს, ღამის კლუბების ელექტრონული მუსიკა ეხმიანება. ალგარვე, პორტუგალია - თუ ქათქათა თეთრი ქვიშის პლაჟზე გსურთ დასვენება, მაშინ ალგარვეს რეგიონში უნდა გაემგზავროთ, რომლის 200-კილომეტრიან სანაპირო ზოლს მდიდრული და კომფორტული სასტუმროები ამშვენებენ. მაისის პორტუგალიაში საკმაოდ თბილი ამინდია, ამიტომ თამამდ შეგიძლიათ გაირუჯოთ პლაჟზე და ინებივროთ ზღვაში, მით უფრო, რომ ტურისტული სეზონი მხოლოდ ივნისის თვეში იწყება და მშვიდად დასვენებაში ხელს არავინ შეგიშლით.       [post_title] => 6 საუკეთესო მიმართულება მათთვის, ვინც მაისში მოგზაურობას გეგმავს [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => 6-sauketeso-mimartuleba-mattvis-vinc-maisshi-mogzaurobas-gegmavs [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-04-18 11:35:40 [post_modified_gmt] => 2018-04-18 07:35:40 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=232908 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 234680 [post_author] => 5 [post_date] => 2018-04-24 10:32:43 [post_date_gmt] => 2018-04-24 06:32:43 [post_content] => იდუმალი და დიდებული, ხმაურიანი და ზღაპრული: სტამბოლი - ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ტრადიციულ აღმოსავლეთსა და თანამედროვე დასავლეთს შორის. მდიდარი ისტორიის განმავლობაში მან რამდენიმე სახელი გამოიცვალა და ოთხი იმპერიის დედაქალაქი იყო. თურქეთის ყოფილი დედაქალაქი, მისი მთავარი კულტურული, სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი გეოგრაფიულადაც ორ ნახევრად არის დაყოფილი. ის მდებარეობს ბოსფორის სრუტის ორ ნაპირზე, ესე იგი ერთბაშად ორ კონტინენტზე. ევროპული ნაწილი პირობითად დაყოფილია ზღვის უბეთი - ოქროს რქა: ძველმა ქალაქმა სახელგანთქმული ღირსშესანიშნაობებით დიდწილად შეინარჩუნა შუასაუკუნეების იერი, ხოლო ახალში თავმოყრილია საქმიანი და სავაჭრო ცხოვრება. აზიური ნაწილი ტურისტებში ნაკლებად არის პოპულარული, თუმცა სწორედ აქ შეიძლება ადგილობრივების ტრადიციებისა და ყოფის შესწავლა.  

სტამბოლის რაიონები

დიდი სტამბოლის საქალაქო აგლომერაცია 39 ადმინისტრაციულ ოლქს მოიცავს, თითოეული მათგანი რამდენიმე კვარტლად იყოფა. ფათიჰი - ცენტრალური ნაწილის მთავარი რაიონია, ერთ-ერთი ყველაზე ორთოდოქსალური და კონსერვატიული. პოპულარულია კვარტალი სულთანაჰმეთი, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ასევე სოფიას ტაძარი, ცისფერი მეჩეთი, ძველი იპოდრომი და ათეულობით სხვა ისტორიული ძეგლი. კვარტალი ემინენიუ ერთ-ერთი უძველესია, ცნობილია მუზეუმებით, მეჩეთებით და კოლორიტული ბაზრებით, მათ შორისაა ლეგენდარული სანელებლების ბაზარი. ბეიოღლუ - ეს ახალი ქალაქია, თანამედროვე სტამბოლის კულტურული, კომერციული და გასართობი ცენტრი. აქ მდებარეობს ქარაქეის, გალათასარაისა და ტაქსიმის კვარტლები - საუკეთესო მაღაზიების, სამხატვრო გალერეების, ანტიკვარული დახლებისა და ყავახანების თავშეყრის ადგილი გახლავთ. ეს მრავალნაციონალური რაიონია. მისი ცენტრია ტაქსიმის მოედანი, ბევრი ავტობუსისა და მეტროს ერთ-ერთი ხაზის  ბოლო გაჩერება. მოედნის მთავარი ღირსშესანიშნაობაა დამოუკიდებლობის მონუმენტი და ათათურქის სახელობის კულტურის ცენტრი. გალათასარაი - ძველი კვარტალია, ჯერ კიდევ ბიზანტიის ეპოქაშია დაარსებული. აქ ბევრი ძველი ნაგებობაა შემონახული, მათ შორის ყველაზე ცნობილია გალათას კოშკი. ქარაქეის კვარტლის სიამაყეა თევზის რესტორნები ახალი ზღვის პროდუქტებით. იქვე თევზის ბაზარიც. სტამბოლის კიდევ ერთი ცნობილი რაიონია პრესტიჟული ბეშიქთაში, რომელიც ბოსფორის ევროპულ სანაპიროზეა. აქ მდებარეობს ორტაკეის ნავმისადგომი, სინანას მეჩეთი, ილდიზისა (10 ლირა) და დოლმაბაჰჩეს სასახლეები, ბარბაროსის მოედანი. ბეშიქთაშშია ბევრი სასტუმრო, უმრავლესობა საკმაოდ ძვირადღირებული. ქადიქეი - აზიური ნაწილის ერთ-ერთი მთავარი რაიონი, გართობისა და შოპინგისთვის იდეალური ადგილია. მდიდრული სავაჭრო ცენტრები, კლუბები და რესტორნები შეძლებული ხალხისთვის ნამდვილი მექაა.   [gallery royalslider="1" link="file" size="large" ids="235044,235038,235039,235040,235041,235042,235043,235045,235046,235047,235048,235049,235050,235051,235052"]  

სტამბოლის ტრანსპორტი

ავტობუსები ყველაზე გავრცელებული, მაგრამ მოუხერხებელიც. ჩვეულებრივ მუდმივად სავსეა, პიკის საათებში კი ხალხი ლამის გარეთ კიდია. რომ გაიგოთ სად და როგორ მიდის ავტობუსი, ქალაქი კარგად უნდა იცოდეთ. ავტობუსი ორი სახისაა: მუნიციპალური - წითელი და იშვიათად მწვანე ფერის, და კერძო - ცისფერი და იშვიათად ფორთოხლისფერი, ესენი უფრო ახლები და კომფორტულია. ფასი ერთი და იგივეა - დაახლოებით 1,5 ლირა, მაგრამ განსხვავებულად უნდა გადაიხადოთ. მუნიციპალური ავტობუსის ბილეთი იყიდება ბოლო გაჩერებების ჯიხურებში წარწერით Otobus bilet ან Bilet giseci. თუ ჯიხური ახლო-მახლო არ არის, ქუჩის მოვაჭრეებთან შეგიძლიათ შეიძინოთ, ოღონდ 30%-ით ძვირად. კერძოებში ბილეთი არ არის, კონდუქტორს უხდით. ავტობუსს ხელით უნდა დაუქნიოთ.   დოლმუში სამარშრუტო ტაქსი (dolmus) ავტობუსზე მოსახერხებელია. ისინიც ორი სახისაა: ყვითლები მოკლე მანძილზე მუშაობენ, ჩალისფერით კი ძველი ქალაქის ისეთ რაიონებში მიხვალთ, სადაც ტრამვაი არ დადის. გადახდა მანძილის მიხედვითაა. ფასის დაზუსტება მძღოლთანაც შეიძლება, ისე დაახლოებით 2-დან 2.5 ლირამდეა. დადიან 6:00-დან 23:00 სთ-მდე.   მეტრო სტამბოლში 5 მიწისქვეშა ხაზია. წითელი შტო M1 („მსუბუქი მეტრო“ ან Hafif Metro) ათათურქის აეროპორტს ფათიჰის ოლქს აკავშირებს; მწვანე M2 გადის ბეიოღლუსა და სარიერის რაიონებს შორის. ცისფერი განშტოება M3 კირაზლიდან ბაშაქშეჰირამდეა; ვარდისფერი M4 აზიურ ნაწილშია და ქადიქეისა და ქართალს აკავშირებს. ყავისფერი შტო M6 2015 წელს გაიხსნა და ლევენტსა და რუმელი ხუსარუსტუს აერთებს. მგზავრობის ღირებულება 4 ლირაა, მეტრო 6:00-დან 24:00 საათამდე მუშაობს.   ფუნიკულიორი სტამბოლში მოქმედებს უძველესი ფუნიკულიორი ტუნელი (Tunel) - ჯუჯა მეტრო, რომელიც 1875 წელს გაიხსნა. აქ მხოლოდ ორი ვაგონია (გზას 3 წუთი სჭირდება), აკავშირებს სადგურებს „ბეიოღლუს“ და „ქარაქეის“. კიდევ ერთი მიწისქვეშა ფუნიკულიორი საშუალებას იძლევა 5 წუთში ქაბათაშის ნავმისადგომიდან ტაქსიმის მოედნამდე მიხვიდეთ. ფასი 4 ლირაა.   ტრამვაი ტრამვაის ხაზი T1 14 კმ-ია და ქაბათაშს და ბაღჯილარს აერთებს. ტრამვაი „ოქროს რქას“ კვეთს და 24 გაჩერებას აკეთებს. მგზავრობის საერთო ხანგრძლივობა 42 წუთია. ეს ტრანსპორტი კარგია ძირითადი ღირსშესანიშნაობებს შორის გადაადგილებისთვის. განსაკუთრებული სიამოვნებაა ე.წ. „ნოსტალგიურ ტრამვაით“ მგზავრობა. ძველი ვაგონები ევროპულ ნაწილშიც დადიან (ტუნელი-ტაქსიმი) და აზიურშიც - (ავტოსადგური ქადიქეი და მოდას რაიონი).   წყლის ტრანსპორტი ევროპულ და აზიურ ნაწილებს შორის რეგულარულად დადის ტრადიციული ბორანი (vapur), სწრაფმავალი „წყლის ავტობუსები“ (deniz otobusu) და პატარა კერძო ბორანები. გზას 20 წუთზე მეტი სჭირდება, ფასი 4 ლირაა. ბონუსი - ბოსფორზე შესანიშნავი ხედი.   ტაქსი ყველაზე მოხერხებული, ღამით კი ერთადერთი ტრანსპორტი. საშუალო ფასი 3 ლირაა ჩასხდომაზე და 2 ლირამდე თითო კმ-ზე. მრიცხველი ყველას უყენია და მგზავრმა სჯობს ყურადღება მიაქციოს ჩაჯდომისას ჩართული რომ იყოს. თუ გეტყვიან, რომ მრიცხველი გაფუჭებულია, ჩასვლა დააპირეთ და ხელსაწყო უცებ „გაკეთდება“. ღამის ტარიფი 50%-ით ძვირდება და 0:00-დან 6:00 სთ-მდე მოქმედებს. ორივე მგზავრობა მრიცხველზეა აღნიშნული და აქაც სჯობს მიაქციოთ ყურადღება, ღამის ტარიფი „შემთხვევით“ დღისით არ იყოს ჩართული. ბოსფორის ხიდზე გადასვლა ფასიანია - იხდის მგზავრი და არა მძღოლი.  

სტამბოლის სანაპიროები

სტამბოლის სტუმრებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ დაისვენონ ორი ზღვის სანაპიროზე: შავი და მარმარილოს. ამ უკანასკნელის ყველაზე ცნობილი პლაჟები აზიურ ნაწილშია. მათი ძირითადი უპირატესობაა - უფასო შესვლა, განვითარებული ინფრასტრუქტურა (საშხაპე, ტუალეტი, გასახდელი, ქოლგები, შეზლონგები) და წყლის კომფორტული ტემპერატურა. ჯადებოსტანი - მარმარილოს ზღვაზე ყველაზე ცნობილი პლაჟების რაიონია. ევროპულ ნაწილში პოპულარულია „ფლორია“ ქვიშის სანაპიროთი. პლაჟი ფასიანია, მაგრამ მთელი რიგი გასართობებია: სპორტული ინვენტარის ქირაობით დაწყებული ბარებსა და დისკოთეკებზე ცეცხლოვანი ცეკვებით დამთავრებული. შავ ზღვაზე შედარებით ცნობილია კილიოსის სანაპირო მრავალი კერძო პლაჟით, ასევე შილეს საკურორტო ზონა. ნამდვილ კურორტზე თავს იგრძნობთ პრინცის კუნძულებზე შესანიშნავი პეიზაჟებით. ზღვა გამჭირვალეა, სუფთა და თბილი, სანაპიროს გასწვრივ ტრანსპორტი აკრძალულია (ველოსიპედებისა და ცხენის გარდა).  

შოპინგი

სტამბოლს ევროპული შოპინგის არაოფიციალურ დედაქალაქსაც უწოდებენ. სახელგანთქმული „სავაჭრო ცენტრი“ - ლალელის რაიონი, მრავალფეროვანი საქონლის მაღაზიებისგან შედგება, ძირითადად ტექსტილი და ტყავია. ფასები ზომიერია. „გრანდ ბაზარი“ - ერთგვარი „ქალაქია ქალაქში“. ის 50 ქუჩაზეა გადაჭიმული და 4400 მაღაზიას, 40 სავაჭრო ეზოს, სახელოსნოს და ყავახანს მოიცავს. ეს საუკეთესო ადგილია სუვენირების, ძველი ნივთებისა და ოქროს საყიდლად. ეგვიპტური ბაზარი სპეციალიზდება სანელებლებზე, ყავაზე, ტკბილეულსა და ყვავილებზე, ხოლო წიგნის ბაზრობა „სახაფლარ ჩარშისი“ - ძველი და ანტიკვარული წიგნების პატარა ბაზრობაა, სადაც ყველანაირ გამოცემას წააწყდებით. დიდ საყიდლებზე Kapali Carci-ზე შეიძლება წასვლა, მაგრამ აქ ფასები მაღალია. თუმცა თავად შენობას და ატმოსფეროს ოსმალების დროში გადაყავხართ. გარდა ტრადიციული ბაზარ-ბაზრობებისა, სტამბოლში ბევრია თანამედროვე სავაჭრო ცენტრები, სადაც ფართოდაა წარმოდგენილი მსოფლიო ბრენდები, თანაც აქ მათი ფასი უფრო დაბალია, ვიდრე სხვა მეგაპოლისებში. პირველი კლასის შოპინგის მოყვარულები უნდა ეწვიონ „ატრიუმს“. ყურადღებას იმსახურებს საზღვაო სტილში გაფორმებული Tepe Nautilus ქადიქეიში - პირველი თემატური მოლია თურქეთში; აუთლეტი Deposite Outlet Center მომხმარებელს ფასდაკლებებით ახარებს; 6-სართულიან Profilo-ში ბევრი გასართობია: კინოდარბაზები, თეატრი, სპორტული და გასართობი ცენტრები. სტამბოლიდან ყველაზე პოპულარული სუვენირებია - რაქათ-ლუქუმი, თურქული ჩაი, ხალიჩები, ანტიკვარიატი, საიუველირო მორთულობა და ტყავის ნაკეთობები.  

სტამბოლის კაფე-რესტორნები

ცენტრში საუკეთესო რესტორნები დიდ სასტუმროებში მდებარეობს. ბევრი მათგანი თურქულ და ხმელთაშუაზღვის სამზარეულოზე სპეციალიზდება. ფასები არ იკბინება, მომსახურება კი უმაღლესია. სულთანაჰმეთში საკვები ძვირია, მაგრამ ისეთი მრავალფეროვნებაა, რომ ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე ტურისტი იპოვის რამეს. მაგალითად, Divanyolu-ის ქუჩაზე უამრავი დაწესებულებაა, სადაც ამზადებენ თურქულ კოტლეტს „კეფთეს“ ან ქაბაბს (შამფურზე). საფეხმავლო Akbiyik-ზე ადგილობრივი, ევროპული, მაროკოული და სხვა ნაციონალური სამზარეულოს რესტორნებია. ზოგიერთ მათგანში მასტერ-კლასებსაც კი ატარებენ. ბევრი ღირსეული კაფე და რესტორანია ბეიოღლუს რაიონშიც. Nevizade Sokak-ზე კი თურქული ტავერნების მთელი მწკრივია. არც თუ ძვირ დაწესებულებაში სადილი 20 ლირამდე დაგიჯდებათ, საუზმე ორ კაცზე კარგ რესტორანში - დაახლოებით 60 ლირა. ფასტფუდით წახემსება 15 ლირა. თუ ადგილობრივი ქუჩის საკვების დაგემოვნება გინდათ, გაემართეთ ემინენიუს სანაპიროზე და გალათს ხიდის მიმდებარედ. ახალი მიდიები, ხამანწკები და სახელგანთქმული თევზის სენდვიჩები "ბალიკ ექმექი" 4-5 ლირადაა.   https://www.youtube.com/watch?time_continue=97&v=x0qVpFIlfuE  

გართობა და ღირსშესანიშნაობა

სტამბოლში ჩასული ყველა ტურისტი სახელგანთქმულ მოედანზე ხვდება, სადაც ისტორიისა და რელიგიის ორი ლეგენდარული ძეგლია. საუბარია ცისფერ მეჩეთსა და წმინდა სოფიას ტაძარზე (აია-სოფია). ტაძარი ორშაბათობით დაკეტილია მნახველებისთვის, შესასვლელი ფასი 4 ევრომდეა. წმინდა სოფიას ტაძარი ათასწლეულების განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს სიწმინდედ რჩებოდა, მაგრამ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, 1453 წელს მეჩეთად გადააკეთეს. 1934 წელს ათათურქმა მოუწოდა ეს უნიკალური ტაძარი მუზეუმად შეენარჩუნებინათ, ამიტომ ამ ადგილის მონახულება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ცისფერი მეჩეთი (იგივე სულთან აჰმეთის მეჩეთი) აია-სოფიას მოპირისპირე მხარესაა და უმნიშვნელოვანეს მოქმედ მეჩეთად მიიჩნევა. მარტო გარედან დათვალიერება საკმარისი არ არის: უზარმაზარი დარბაზის კედლები ცის ფერია და მზის შუქით ივსება, რომელიც 260 განსაკუთრებულად მოწყობილი ფანჯრიდან შემოდის. უნდა ნახოთ ტოპკაპის სასახლე, რომელიც რამდენიმე შენობისგან შედგება (ოთხი ეზო აქვს). დიდი ხნის განმავლობაში ის იმპერიის ადმინისტრაციული ცენტრი და მმართველების მთავარი რეზიდენცია იყო. აქ საინტერესოა წმინდა ირინეს ტაძარი (ერთადერთი ბიზანტიური ტაძარი, რომელიც ძველი დროიდან შემორჩა), ასევე სულთანების მოსასვენებელი და ჰარამხანა. ტოპკაპში შესვლას 40 ლირა უნდა, ჰარამხანაში - 25 ლირა. შთაბეჭიდილებას ახდენს დოლმაბაჰჩეს სასახლე, რომელიც თურქეთისთვის არადამახასიათებელ ბაროკოს სტილშია აგებული. სულთან აბდულ-მეჯიდი, რომლის ბრძანებით ააგეს დოლმაბაჰჩე, ოცნებობდა მეტოქეობა გაეწია ევროპელი მმართველებისთვის და გამოუვიდა კიდეც. დოლმაბაჰჩე დღიურად 3 ათასზე მეტ მნახველს არ იღებს და ამიტომ ადრე მისვლა სჯობს, განსაკუთრებით გაგანია სეზონზე. ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოა მე-14 საუკუნის გალათას კოშკი, რომელიც სტამბოლის ნებისმიერი რაიონიდან მოჩანს. ის ბორცვზეა აგებული და 61 მ სიმაღლისაა. აქედან არაჩვეულებრივი ხედი იშლება „ოქროს რქაზე“ და ბოსფორზე. შესვლის ღირებულება 25 ლირაა. მეორეა პოპულარობით ქალწულის კოშკი, რომელიც უქსიუდარეში მდებარეობს და უამრავი ლეგენდითაა მოცული (15 ლირა).   სტამბოლში ყოფნისას შეუძლებელია რამდენიმე მუზეუმი მაინც არ მოინახულოთ. ერთ-ერთია უმანკოების მუზეუმი, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატმა, მწერალმა ორჰან ფამუქმა დაარსა. საინტერესოა თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი (ფასი: 10 ლირა), თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (25 ლირა), არქეოლოგიური მუზეუმი, მოტრიალე დარვიშების მუზეუმი (10 ლირა), სამხედრო მუზეუმი, მოზაიკის მუზეუმი, ტრანსპორტის ისტორიისადმი მიძღვნილი რაჰმინ კოჩას მუზეუმი (13 ლირა) და სხვა მრავალი საინტერესო ექსპოზიცია.  

სხვა ღირსშესანიშნაობები

ბოსფორი ევროპისა და აზიის გამყოფ სრუტეს სახელი ძველბერძნული მითის მიხედვით ეწოდა. ზევსმა ერთ-ერთი თავისი მორიგი სატრფო იო თეთრ ძროხად აქცია, რათა ის კანონიერი მეუღლის ჰერას რისხვისგან ეხსნა. მაგრამ არ გამოუვიდა და იო საბერძნეთიდან გაიქცა სრუტით, რომელსაც მას შემდეგ ეწოდება „ძროხის ფონი“ - ბოსფორი. სრუტის სიგრძე 30 კმ-ია.   ჰაიდარფაშას სადგური ეს ისტორიული ნაგებობა ერთ-ერთი ლამაზია სტამბოლში. ის 1909 წელს ააგეს როგორც დასავლეთის ტერმინალი ბაღდადიდან მომავალი ხაზებისთვის და ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო გხდა.   რუმელიხისარის ციხესიმაგრე ევროპული ნაწილის ხმაურიან ცენტრში სიმშვიდის კუნძული. ეს ციხესიმაგრე ბოსფორის თვალწარმტაც სანაპიროზეა აგებული (ფასი: 5 ლირა).   ცისტერნა ბაზილიკა კონსტანტინოპოლის მშვენივრად შემონახული მიწისქვეშა წყალსაცავი (ფასი: 20 ლირა).   ბეილერბეის სასახლე ბეილერბეი თურქულიდან ითარგმნება როგორც „მეფეთა მეფე“. სასახლე იმპერიის მმართველთა ზაფხულის რეზიდენციად ააშენეს (1860 წწ).   სულთან ეიუპის მეჩეთი ქალაქის მთავარი მუსულმანური სიწმინდე და ისლამურ სამყაროში მომლოცველობის გამორჩეული ადგილი. რელიგიური კომპლექსის ტერიტორიაზეა მუჰამედის თანამოღვაწის აბუ ეიუპ ელ-ანსარის მავზოლეუმი.   მინიატურების პარკი თურქეთის სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობა, ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობის ნახვა, თანაც ფოტოების გადაღება და ამისთვის ერთი დღეც კი არ არის საჭირო: ეს შეუძლებელია - ამას მხოლოდ ის იტყვის, ვინც სტამბოლის მინიატურების პარკში ნამყოფი არ არის (ფასი: 10 ლირა).   გიულჰანეს პარკი სტამბოლის ერთ-ერთი უძველესი პარკი, რომელიც ადრე სამეფო ბაღების ნაწილი იყო. დღეს გიულჰანე ყველა მსურველს მასპინძლობს.   ცათამბჯენი "საპფირი" თუ სიმაღლის არ გეშინიათ და სტამბოლის ნახვა ხელის გულივით გინდათ, "საპფირის" დასათვალიერებელი მოედანი იდეალური ვარიანტია. ის 236 მეტრ სიმაღლეზეა და ქალაქის პანორამას 360 გრადუსით ნახავთ. ბილეთის ფასი 18 ლირაა. [post_title] => სტამბოლი - რჩევები სტამბოლში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => stamboli-rchevebi-stambolshi-mogzaurobis-msurvelebs-fortunagidi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-04-24 11:04:44 [post_modified_gmt] => 2018-04-24 07:04:44 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=234680 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 60 [max_num_pages] => 20 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 4ca28cd506c2caf20ab64f1ef72e1a22 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები