LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბურჭულაძე: აღარასდროს მოვალ პოლიტიკაში, მაგრამ ვიბრძოლებ უსამართლობის წინააღმდეგ

61

ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პაატა ბურჭულაძემ წარადგინა. ბურჭულაძე ალიანსში შემავალი ერთ-ერთი პარტიის – “სახელმწიფო ხალხისთვის” -დამფუძნებელია.მისი განცხადებით, თავად პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ გეგმავს, თუმცა უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

„დღეს აღარავინ არის დაცული უსამართლობისაგან, ცილისწამებისაგან, დევნისაგან. დღეს უკიდურესმა გაჭირვებამ შელახა ქართველი კაცის ღირსება. დღეს ყველაფრის მკადრებელი არის წახალისებული.

სულ ახლახანს ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვზარა ტყიბულში მომხდარმა ტრაგედიამ და იქ ადამიანების დაღუპვამ. დღეს არც ადამიანის უსაფრთხოებაა დაცული. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება დადგა უდიდესი საფრთხის წინაშე: ან შევინარჩუნებთ ან სამუდამოდ დავკარგავთ ჩვენს სახელმწიფოს.

მე აღარასოდეს მოვალ პოლიტიკაში, მაგრამ გვპირდებით, რომ ვიქნები ქართული საზოგადოების აქტიური წევრი და ვიბრძოლებ უსამართლობის წინააღმდეგ, ვიბრძოლებ თითოეული თქვენგანის უფლებებისათვის. ემ ამას გპირდებით სულ ყველას,“ – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა უნდა დასრულდეს.

„უნდა დასრულდეს ტოტალური უსამართლობა, უნდა დასრულდეს სიკეთესთან ბრძოლის ზეობა, უნდა დასრულდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების ხელყოფა. უნდა დასრულდეს, რაც მთავარია, ოლიგარქის ერთ მმართველობა და რაც შეიძლება, სწრაფად,“ – განაცხადა ბურჭულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები