LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბურჯანაძე უსუფაშვილს: მოსკოვიდან ჩამოვიტანე ფორმულა, მაგრამ ჩემთან შეხვედრა ვერავინ გაბედა

45

გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ დებატები გაიმართა. მოწვეულ სტუმრები “შენების მოძრაობისა” და „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები იყვნენ. როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, მოსკოვში ვიზიტის დროს მან გარკვეული ფორმულა ჩამოიტანა, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მასთან შეხვედრა ვერავინ გაბედა, რომ ვინმეს პრორუსობა არ დაბრალებოდა.

“რა თქმა უნდა, მე ჩამოვიტანე გარკვეული ფორმულა და სხვათაშორის, მივმართე ხელისუფლებას მაშინ. ბატონი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი. ბრიფინგი მქონდა ამასთან დაკავშირებით და მე ვთქვი სწორედ, რომ მე მაქვს ჩამოტანილი ძალიან საიტერესო წინადადებები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და მე მივმართავ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ შემხვდნენ და მომისმინონ და რა თქმა უნდა მათი გადასაწყვეტი იქნებოდა, მიიღებდნენ თუ არა ისინი ამ წინადადებას. ხელისუფლებიდან არავინ არ გამომხმიანებია, ვერავინ გაბედა მაშინ მოსკოვიდან ახალჩამოსულ ბურჯანაძესთან შეხვედრა, რომ ვინმეს პრორუსობა არ დაბრალებოდა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა აღნიშნა, რომ “არ არსებობენ მსოფლიოში მუდმივი მტრები და მეგობრები”. ბურჯანაძემ უსუფაშვილს მიმართა კითხვით, წარმოიდგენდა თუ არა ვინმე  100 წლის წინ , რომ საქართველო და თურქეთი მეგობრები ყოფილიყვნენ

დავით უსუფაშვილმა ბურჯანაძის მოსაზრება გარკვეულწილად გაიზიარა და აღნიშნა, რომ ეს მშვენიერი მაგალითია, თუმცა;

“პერსპექტივა არ გვაქვს ამის, თორემ მე იმას კი არ ვამბობ, რომ რუსეთი უნდა დაიშალოს, წაიშალოს და დაინგრეს.ღმერთმა დაგვიფაროს.  დიდი ნაწილი მერე ჩვენთან იქნება უბედურება. თურქეთმა რაღაც მოვლენების გამო, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, რაღაც მოვლენების გამო დაამყარა ის ურთიერთობა რაც არის. მოვა დრო და რუსეთიც დაამყარებს ამ ურთიერთობას, მაგრამ ეს დრო არ მოვა თუ ჩვენ მეგობრებს მოვიშორებთ”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები