LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბურჯანაძის გუნდი ენმ-ს და ხელისუფლებას საარჩევნოდ “სპექტაკლის მომზადებაში” ადანაშაულებს

34

საარჩევნო ბლოკი „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“ მმართველ პარტიას და  “ნაციონალურ მოძრაობას”  ადგილობრივი არჩევნებისთვის “ახალი სპექტაკლის მომზადებაში” ადანაშაულებს.

ამის შესახებ ბურჯანაძის გუნდმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ  “წინასაარჩევნოდ მთავარი პროკურატურა „ქართული ოცნების“ პრეს-ცენტრის დირექტივებს ასრულებს”.

ამთი თქმით, ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას სუს-ში დაბარება სწორედ ამ სპეექტაკლის ნაწილი იყო, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანის.

“ჩვენ, „დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი საქართველო“, ვაფასებთ ყოველივე ზემოთ აღნიშნულს, როგორც ფარსს და ქართველი ერის – საქართველოს მოქალაქეების აბუჩად აგდებას. რეალურად მთავარი პროკურატურა ასრულებს „ქართული ოცნების“ პრეს-ცენტრის დირექტივებს და წინასაარჩევნოდ ცდილობს, ერთი მხრივ, დახატოს მტრის ხატი, ხოლო, მეორე მხრივ, შექმნას განცდა, რომ ხელისუფლება ხმალამოღებული ებრძვის მომხდურს. ამ ფარსის ამოცანა იგივეა, რაც ყველა წინა არჩევნებზე: ამომრჩეველთა ხმები მთლიანად გაიყოს კოჰაბიტაციის 2 მხარეს – „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის,” – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ “აღარ წამოეგოს ამ იაფფასიან პროვოკაციაზე და 21 ოქტომბერს არ მისცეს ხმა პოლიტიკურ კლოუნებს, რომლებიც ამ ფარსში მონაწილეობენ”.

“იმავდროულად გვსურს, გავაფრთხილოთ მთავარი პროკურატურის პროკურორები და გამომძიებლები, რომ ქმედება, რომელსაც ისინი ჩადიან, არის მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაული და ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ კანონის წინაშე წარდგომა და სასჯელის მოხდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები