LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული 5 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა

85

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა სხდომათა დარბაზიდან 5 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა ბაქრაძის ადვოკატმა დააყენა. პროკურატურა ბრალდებულ ზაზა ბაქრაძისათვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დაეთანხმა.

შეგახსენებთ, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს. მისი თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძემ მიიტანა. ასევე ბაქრაძე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, გურამ დონაძესთან ინახება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები