LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუტა რობაქიძის საქმეზე გადაღებული მასალები გაყალბდა – საქმის მოწმე

42

ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკითხულმა მოწმემ, გადაცემა “პატრულის” ყოფილმა ჟურნალისტმა, გიორგი გოგიაშვილმა, განაცხადა, რომ კასეტები დალუქული არ ყოფილა და გადაღებული მასალის ადგილზე ნახვა და კამერის გადახვევა შესაძლებელი იყო. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსი, გურამ დონაძე კი, საპირისპიროს ამტკიცებს.

პროკურორ გიორგი ოსაძის თქმით, არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ კასეტები დალუქული იყო და გადახვევის რეჟიმი არ ჰქონდა. ბრალდების განმარტებით, გადაცემა “პატრულის” არც ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა ეს არ დაადასტურეს.

გოჩა მუკბანიანმა, ბრალდების ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, დაკითხვისას განაცხადა, რომ დონაძემ გადაღებული ვიდეომასალა გადაახვია და ნახა კადრები, რომ დაკავებულებს იარაღი არ ჰქონდათ. მას გადამღებ ჯგუფს კასეტა ჩამოართვა და იარაღების ჩადების შემდეგ უკვე იარაღიანი კადრების გადაღება დაავალა.

პატრულის ყოფილი ჟურნალისტის გარდა, კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ლეონიდ ლობილაძე, დაიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე გვიან მივიდა და იარაღები ნახა.

პროცესი 27 დეკემბერს განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები