LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პაციენტების 98% სრულად განიკურნა

99

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ პაციენტთა 98 % პროცენტი სრულად განიკურნა.

2015 წლიდან დღემდე  პროგრამაში 40 000 პაციენტი ჩაერთო. მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა  30 000 ადამიანმა, ანალიზებით დადგინდა, რომ  პაციენტთა 98% სრულად განიკურნა .

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით,  საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება . 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 5,4 პროცენტი, ანუ 150 000 ადამიანი C ჰეპატიტის ვირუსითაა დაინფიცირებული. ინფიცირებულთა 70 პროცენტს დაავადების სიმპტომები ადრეულ ეტაპზე არ უვლინდება და შესაძლებელია, 10 000-მდე ადამიანმა ჯერაც  არ იცოდეს, რომ ინფიცირებულია.

დავაადებათა კონტროლის ცენტრი ჰეპატიტების კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის საიფორმაციო კამპანიის წარმოებას და მოსახლეობის ინფორმირებას გეგმავს, რათა მათ დროულად ჩაიტარონ სკრინინგი.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უფასოა როგორც სკრინინგული კვლევა, ასევე – მკურნალობის სრული კურსიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები