LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

C.T park-თან ხელშეკრულების გაუქმების ახალი გეგმა წლის ბოლოს გასაჯაროვდება

85

თბილისის საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე დეკემბერ-იანვარში გეგმას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც (როგორც თავად ამბობს) C.T park-თან ხელშეკრულების გაწყვეტა შესაძლებელი იქნება.

როგორც ”ფორტუნასთან” ოგბაიძემ განაცხადა, მისი გეგმის მიხედვით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან ხელშეკრულების დროზე ადრე შეწყვეტისთვის, დამატებითი ხარჯების გაღება საჭირო აღარ იქნება.

”სითი პარკს საქმიანობაში იმდენი დარღვევა და შეუსაბამობა აქვს მოქმედ კანონმდებლობასთან, კონსტიტუციასთან და თვითმმართველობის მოქმედ რეგულაციებთან, რომ მას აქეთ აქვს ფული მოსატანი. სითი პარკი ანუ თბილისელების ხარკი, დედაქალაქის პარკირების საოპერატორო სივრციდან უნდა წავიდეს – ამაზე საკრებულოს ოპოზიციური და დამოუკიდებელი დეპუტატები ვთანხმდებით. მაგრამ ეს ჩვენი ჯიბიდან ამოღებული თანხის გადახდით არ უნდა მოხდეს”, – განაცხადა ”ფორტუნასთან” შალვა ოგბაიძემ.

მისივე თქმით, ქალაქში პარკირების პრობლემის მოგვარებაზე ახალმა, არაკორუფციულმა და დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაციამ უნდა უმუშავოს, რომელიც ”პარკირების პოლიტიკას” გაატარებს.

მერიასა და კომპანია C.T park-ს შორის დადებული ხელშეკრულება 2022 წელს სრულდება. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოსვლისთანავე, ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ ამ კომპანიის საქმიანობის აღკვეთა დაასახელა, თუმცა ეს მისი მერობის ბოლო წელსაც ვერ ხერხდება.

ამ წლების განმავლობაში, თუ მერია ჯარიმას არ გადაიხდის (ამ პრინციპულ პოზიციაზეა ამჟამად ქალაქის მერი) და არც საკრებულოს დეპუტატების შენიშვნებს გაითვალისწინებს, გამოდის, რომ C.T park ფულის ამოღებას კვლავ მოსახლეობისგან განაგრძობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები