LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცაიშის ქუჩა N36-ში 23 ოჯახს, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

129

ცაიშის ქუჩა N36-ში მცხოვრებ 23 ოჯახს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საცხოვრებელუი ფართების დაკანონებასთან დაკავშირებულ საკითხს ინდივიდუალურად შეისწავლიან და მთავრობის მომდევნო სხდომებზეც განიხილავენ.

„ყველა რაიონში იყო ფაქტები, სადაც მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ფართებში, თაობები გაზარდეს და დღესაც იმის შიში აქვთ, ხვალ ვინმე არ მივიდეს და გამოასახლოს. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გავეცით დაპირება, რომ პირველივე დღიდან, როდესაც კი ჩვენი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება მოგვეცემოდა, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. კონკრეტულად ეს საკითხი ცაიშის ქუჩა N36-ში მცხოვრებ მოსახლეობას ეხება. 23 ოჯახი იქნება 1 353 კვადრატული მეტრის ფართით დაკმაყოფილებული. ეს სწორედ ის ოჯახებია, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში, ფართის დაკანონებას ვერ ახერხებდნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრსა და ცენტრალურ მთავრობას ამ მიმართულებით განხორციელებული ქმედებებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მომავალში ასეთი ადამიანების გვერდში დგომას განვაგრძობთ, რაც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამ ყველაფერს ინდივიდუალურად განვიხილავთ და მსგავსი საკითხები მთავრობის მომდევნო სხდომებზეც იქნება გამოტანილი. მინდა პრემიერ-მინისტრს, ასევე, ცენტრალურ ხელისუფლებას დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი ადამიანი იქნა დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართებით. მადლობა ასევე, მინდა გადავუხადო ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარს, რომელიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ერთიანი ძალისხმევით, არსებული პრობლემების მოგვარებას აუცილებლად შევძლებთ, რაც ამ მიმართულებით გვაქვს“, – განაცხადა თბილისის მერმა. 

დედაქალაქის მთავრობის ახალმა შემადგენლობამ პირველი სხდომა გამართა. კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, მთავრობის წევრებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და რამდენიმე განცხადება გააკეთა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები