LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Camila Cabello თავის სუპერპოპულარულ ჰიტს “Havana” გიორგი ქებურიას სამოსით ასრულებს (ვიდეო)

290

Camila Cabello-მ სახელი თავისი პირველი სინგლით, “ჰავანა” გაითქვა, რომელმაც ის სუპერპოპულარული შემსრულებელი გახადა. მის მიერ ამ სიმღერაზე გადაღებული კლიპი მილიონობით ადამიანმა ნახა. თავისი სიმღერა მან იაპონიაში სტუმრობისას, ტელეეთერით შეასრულა, სადაც მაყურებლის წინაშე, ქართველი დიზაინერის შავ-თეთრი კოპლებიანი ზედით წარდგა. კამილამ გიორგი ქებურიას ახალი კოლექციიდან ერთ-ერთი ნამუშევარი ძალიან მოიხდინა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უცხოელი ვარსკვლავები ქართველი დიზაინერის სამოსსა და აქსესუარებს ატარებენ. კოპლებიანი კაბა მცირე ხნის წინ ლედი გაგამაც მოირგო, ხოლო ქებურიას წვრილი სათვალეები გალერეა “ლა ფაიეტშია” წარმოდგენილი, სადაც ის სულ გაიყიდა და არც ერთი ცალი აღარ არის დარჩენილი. მისი სათვალეების თაყვანისმცემლებს შორის არიან კორტნი კარდაშიანი, რიანა და სოლანჟ ნოუელსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები