LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცეცხლი ტრაგედიისთვის აინთება: მარტში იაპონიაში

60

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური ცეცხლი 2020 წლის 11 მარტს აინთება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, თომას ბახის განცხადებით, ცეცხლის ანთების ცერემონია 2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარ ტრაგედიას მიეძღვნება. 7 წლის წინ, მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად, იაპონიაში დაახლოებით 18 ათასი ადამიანი დაიღუპა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა.

ბერძნულ ოლიმპიაში ანთებულ ცეცხლს XXXII თამაშების მასპინძელ ქვეყანაში, იაპონიაში, 26 მარტს ჩაიტანენ, სადაც 121 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით იმოგზაურებს, ხოლო 24 ივლისს, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე საზეიმოდ აინთება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები