LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცეცხლი ყველაზე დიდი გადაცემების დამაკავშირებელ ჰაბში გაჩნდა”

36

“რუსთავი 2”-ის შენობაში ხანძარი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოულოდნელად გაჩნდა ლოკალიზებულია.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, წინასწარი მონაცემებით, დამწვარია დეკორაციის საწყობი. ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როცა სამუშაო საათები უკვე დასრულებული იყო.

112-ში დარეკვა რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა შეძლეს. მათ მოახერხეს საინფორმაციოს აპარატურის ნაწილის გადარჩენაც. 

“ცეცხლი გაჩნდა მთავარი, ყველაზე დიდი გადაცემების დამაკავშირებელ ჰაბში. აქ გადის კომუნიკაციების მთელი ქსელი, რომელიც სტუდიებს აკავშირებს ერთმანეთთან და აკავშირებს ცენტრალურ საეთეროსთან. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი. არ ვიცით გამოსულია თუ არა ეს ქსელი მწყობრიდან”, – განაცხადა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ “რუსთავი 2-ის” სპეციალურ გამოშვებაში.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ნაწილს საზიარო კედელი აქვს კურიერის ოფისთან და იყო დიდი რისკი იმისა, რომ საინფორმაციო სამსახურის ყველა კამერა დამწვარიყო. მელაძემ დასძინა რომ მეტი დეტალი ხანძრის და ზარალის შესახებ ტელეკომპანიას ხვალ დილიდან ეცოდინება.

ნოდარ მელაძემ აღნიშნა, რომ “რუსთავი 2” ხანძრის დროს, სავარაუდოდ ავარიულ რეჟიმში გაითიშა.

მანვე ისაუბრა 112-ის რეაგირებაზე და აღნიშნა, რომ საპატრულო მანქანები ადგილზე სწრაფად მივიდა თუმცა, სახანძრომ დაიგვიანა.

ტელევიზიის სპეციალური გამოშვება რუსთავი 2-ის ეზოდან მიმდინარეობს, რადგან კომპანიის წარმომადგენლებმა არ იციან რა ვითარებაა საეთერო სტუდიებში.

ამ ეტაპზე რუსთავი 2-ის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები