LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცეცხლმოკიდებული სახლიდან ბავშვებს აგდებენ და მათ გადარჩენას ითხოვენ – ხანძარი ვერ ჩააქრეს

75

ლონდონში ხანძრის შედეგად გარდაცვლილები არიან, მათი რაოდენობა, ჯერ-ჯერობით, უცნობია. „ბიბისის“ თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლიდან ისმის ხალხის ყვირილი – „დაგვეხმარეთ“.

„ფანჯრებიდან ისვრიან ბავშვებს და სთხოვენ მაშველებს, ბავშვები გადაარჩინონ“, – ამბობენ თვითმხილველები.

ცეცხლი შუაღამისას, სავარაუდოდ, მესამე სართულზე გაჩნდა და შემდეგ მთელს შენობას ძალიან სწრაფად მოედო.

ლონდონის სასწრაფო დახმარების სამსახურმა 50-ზე მეტი პაციენტი 5 საავადმყოფოში გადაიყვანა.
სახელისუფლებო უწყებების ინფორმაციით, გრენფელ თაუერში რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფებოდა ხანძრის დროს. მათი ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში 130 ბინაა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ზუსტად რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შენობაში. ხანძარი ღამით გაჩნდა, როდესაც ადამიანების უმეტესობას ეძინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები