LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ტარება – დაკავებულია 1 პირი

60

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი პირი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

„გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენაშენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები