LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CeeLo Green-ისა და Eric Benet-ს თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაეშვა (ფოტოები)

100

ამერიკელი მუსიკოსები, CeeLo Green და Eric Benet ამ წუთებში ბათუმის აეროპორტში ჩაფრინდნენ. მათ “ბლექ სი არენას” გუნდი და ჟურნალისტები დახვდნენ. მუსიკოსები საქართველოში გრანდიოზულ კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოფრინდნენ მოსამზადებლად.

შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს, “ბლექ სი არენაზე” სოულის ღამე გაიმართება. ეს ერიკ ბენეს პროექტია და მისი განსაკუთრებული სტუმარია 5 “გრემის” მფლობელი სილო გრინი, რომელიც, ბენესგან განსხვავებით, საქართველოში პირველადაა.

ერიკ ბენეს 45-წუთიანი, ხოლო სილო გრინის ერთსაათიანი პროგრამა სიურპრიზებით იქნება სავსე. მუსიკოსები რამდენიმე ერთობლივ კომპოზიციასაც შემოგვთავაზებენ.

შეგახსენებთ, ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ შეგიძლიათ საიტზე tkt.ge.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები