LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცეკვავენ ვარსკვლავები: რობერტო მანჩინიმ შოუში ტანგო იცეკვა (ვიდეო)

114

რობერტო მანჩინიმ იტალიურ ”ცეკვავენ ვარსკვლავებში” ცეცხლოვანი ტანგო შეასრულა. უმუშევარი სპეციალისტი თავისუფალ დროს ნაყოფიერად იყენებს.

მანჩინიმ მონაწილეობა მიიღო ”ცეკვავენ ვარსკვლავების” შოუს იტალიურ ვერსიაში და მთელი თავისი ტემპერამენტიც წარმოაჩინა.

მან ტანგო რობერტა ბეკარინისთან ერთად შეასრულა. გოგონა სცენაზე პირველად არ გამოდიოდა ფეხბურთელთან ან ამ სფეროში მოღვაწე ადამიანთან ერთად. გასულ წელს შოუში მისი პარტნიორი ალესანდრო დელ პიერო იყო.

რობერტო მანჩინი ბოლოს მილანის ”ინტერს” ხელმძღვანელობდა, საიდანაც გასული წლის აგვისტოში დაითხოვეს. ცოტა ხნის წინ კი მისი გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნით ”ლესტერის” ხელმძღვანელობა დაინტერესდა.

 

https://www.youtube.com/watch?v=ogtT8utTT4I

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები