LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეთორმეტე კონკურსანტის ადგილისთვის ორი მონაწილე იბრძოლებს

486

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონის მთავარი პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე წერს იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც „ცეკვების“ მეთორმეტე მონაწილესთან დაკავშირებით მიიღეს. მისი თქმით, არჩევანი ორ ყველაზე რეიტინგულ მონაწილეზე გააკეთეს და პირველ ტურში გადაწყდება, რომელიც გააგრძელებს მონაწილეობას პროექტში.

„დამატებით მეთორმეტე ადგილას ძალიან ბევრი ვიდეო მოვიდა წელს და უძლიერესი კონკურსანტები იყვნენ… ბოლოს განსაკუთრებით ორი ლიდერობდა, სალომე კოკუაშვილი და ოლიკო კობახიძე… გამომდინარე იქიდან, რომ სხვაობა ამ ორ მონაწილეს შორის თითქმის არაა და თან ორივე ძალიან საინტერესო იქნებოდა პროექტში, გამარჯვებული ამ მოცემულობით ჩვენთვის არის ორივე…

ამიტომ მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება: საპრეზენტაციო ტურზე იცეკვებს სალომეც და ოლიკოც, ხოლო მაყურებელი ცეკვის ხილვის შემდეგ გადაწყვეტს, თუ ვინ გააგრძელებს საკონკურსო სვლას…

მადლობა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა!“

შეგახსენებთ, რომ პროექტმა კონკურსი გამოაცხადა მეთორმეტე მონაწილის შერჩევაზე და ყველა მონაწილეს ერთი დავალება მისცა, ერთსა და იმავე სიმღერაზე ეცეკვათ და ვიდეო „იმედის“ საიტზე აეტვირთათ. სალომესა და ოლიკოს შორის გამარჯვებულს საპრეზენტაციო ტურზე მაყურებლის შეფასება გადაწყვეტს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები