LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეთა სია ცნობილია – ვის შეხვდებით ცნობილი სახეებიდან პროექტში

142

„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეთა სია მკაცრად გასაიდუმლოებულია. თავად მონაწილეებიც ჯერჯერობით არაფერს ადასტურებენ მედიასთან. როგორც „ფორტუნამ“ შეიტყო, მალე დაიწყება პრომოს გადაღება, სადაც ყველა მონაწილე გამოჩნდება. მანამდე კი ყველა კონკურსანტს პრესასთან ურთიერთობა ამ თემაზე აკრძალული აქვს.

„ფორტუნამ“ მაინც შეიტყო ექსკლუზიურად სიიდან რამდენიმე ცნობილი სახის შესახებ – მოკლედ, როგორც ჩვენ ვიცით, „ცეკვების“ ახალ სეზონში მონაწილეობას მიიღებს მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, ბიზნესმენი ირაკლი მაქაცარია, რომელიც ასევე ნოე სულაბერიძის ახალი პროექტის ერთ-ერთი წამყვანიც იქნება, მომღერალი სოფო გელოვანი, მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე და ასევე მომღერალი მარკუს მეტრეველი.

„მიუზიკბოქსის“ ექსკლუზივის მიხედვით, რომელიც გუშინ გავრცელდა, „ცეკვებში“ ასევე ჩაერთვება ჯასპერ ბლექი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ გაიცნო, როგორც მეექვსე მემილიონე ტურისტი.

ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება კიდევ ერთი უცხოელის ჩართვა პროექტში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ის. ასევე იქნება მონაწილე უკრაინიდანაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები