LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცენტრ პოინტის” დაზარალებულები მთავარ პროკურორს შეხვდნენ

130

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებს დღეს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე შეხვდა. შეხვედრისას კომპანია “m2”-სა და “ცენტრ პოინტს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები განიხილებოდა. ერთ-ერთი დაზარალებულის, ირმა თხელიძის ინფორმაციით, “ცენტრ პოინტსა” და “m2”-ს შორის დადებული ხელშეკრულების შესრულებამდე, საპროცესო გარიგებაზე საუბარი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „m2 უძრავ ქონებასა“ და „ცენტრ-პოინტს“ შორის წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, თუ  ექვსი თვის ვადაში „ცენტრ-პოინტი“ გარკვეულ წინაპირობებს შეასრულებს, „m2“ „ცენტრ-პოინტის“ დაუსრულებელ კომპლექსებში სამშენებლო სამუშაოების წარმოებას დაიწყებს და 3 წლის ვადაში დაასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები