LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცენტრ პოინტის” საქმის “მაგნოლიის ეპიზოდზე” სასამართლო სხდომა გადაიდო

92

“ცენტრ პოინტის” საქმის “მაგნოლიის ეპიზოდი” დასკვნით ეტაპზეა. ბრალდებულმა გურამ რჩეულიშვილმა, რომელსაც დღეს ჩვენება უნდა მიეცა, დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა.

“მიდის მოლაპარაკებები “ცენტრ-პოინტის” აქტივების და ვალდებულებების გასხვისებაზე და აქედან გამომდინარე, უფრო ჩამოყალიბებული რომ ვიყო ჩვენების მისაცემად, რაღაც დრო ავიღე.

“კონკრეტულად ჩემს ეპიზოდეზე საერთოდ ბრალეულობა არ იკვეთება, ამიტომ მგონია, რომ გავმართლდები და არ შევბრუნდები საპატიმროში. დანარჩენი, რაც შეეხება მთლიანად “ცენტრ-პოინტის” საქმეს, ვმუშაობთ საპროცესო გაფორმებაზე დაჩქარებულ რეჟიმში,” – განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 24 ოქტომბერს არის ჩანიშნული.